"პსჟ"-სა და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა ხავიერ პასტორემ, Le Parisien-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ანხელ დი მარიამ ფრანგულ კლუბში თამაშის სურვილი გამოთქვა.
"მას ვესაუბრე და ვუთხარი, რომ "პსჟ"-ში გადმოსულიყო. დი მარიამ კლუბის, ქალაქისა და აქაური ცხოვრების შესახებ უამრავი კითხვა დამისვა. ასევე ვისაუბრეთ იმაზეც, თუ როგორ მოეწყობოდა მისი ოჯახი პარიზში. "
"ანხელს ჩვენთან გადმოსვლა სურს. იგი შესანიშნავი ფეხბურთელია და არ დაგვავიწყდეს, რომ მას მარტოს შეუძლია მნიშვნელოვანი მატჩების ბედის გადაწყვეტა. ანხელი მრავალმხრივი მოთამაშეა, მას პარიზში ადაპტაცია არ გაუჭირდება. დარწმუნებული ვარ, ის გუნდს გააძლიერებს." - განაცხადა პასტორემ
ანხელ დი მარიას "პსჟ"-ში ტრანსფერის შესახებ უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ეტაპზეა გუნდების მოლაპარაკება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს, რომ არგენტინელის ტრანსფერის ღირებულება 43,7 მილიონი ფუნტიდან 45 მილიონამდე გაზარდოს. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ "პსჟ" ამ პირობას დათანხმდება.
წყარო: Mirror
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.