თბილისი:
მანჩესტერი:
1-08-2015, 14:13
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 1660,
კომენტარები: 4
"ბარსქოთი" 2 - 1 "მანჩესტერ იუნაიტედი" (U21)
ახალგაზრდა "ეშმაკები" "ბარსქოთთან" დამარცხდნენ.
გუშინ, "იუნაიტედის" რეზერვები, წინასასეზონო ტურნეზე ინგლისურ კლუბს, "ბარსქოთს" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა "ბარსქოთის" გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა. მატჩის მე-13 წუთზე ფლეტჩერმა "იუნაიტედი" დააწინაურა, თუმცა მასპინძლებმა პირველივე ტაიმში შეძლეს მატჩის შემოტრიალება. შეხვედრის 28-ე წუთზე ბრაუნმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ტაიმის დასრულებამდე, 3 წუთით ადრე კადიკმა "ბარსქოთი" დააწინაურა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"ბარსქოთი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - 2:1

გოლები: ბრაუნი 28, კადიკი 43წთ. - ფლეტჩერი 13წთ.

შემადგენლობა:

ძირითადი: ოჰარა. ვარელა, ლავი, ფოსუ-მენსა, ბორდვიქ-ჯექსონი. უეირი, გრიმშოუ, უილოქი, რაილი. მიტჩელი (რედმინდი 20, ელ ფიტოური 61), ფლეტჩერი.

შეცვლაზე არ შემოსულან: ჟ.პერეირა, ჰენდერსონი.

"იუნაიტედის" რეზერვებმა დაასრულეს წინასასეზონო სამზადისი და პრემიერ ლიგის მატჩისთვის ემზადებიან. ახალგაზრდა "ეშმაკები" შემდეგ შეხვედრაში "ლესტერსს" ესტუმრებიან. მატჩი 10 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 წუთზე გაიმართება.

"ბარსქოთი" 2 - 1 "მანჩესტერ იუნაიტედი" (U21)


წყარო: Manutd.com
სიახლეები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
1 აგვისტო 2015 14:17
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
სულ 18 წლამდელები არიან, ერთია მგონი ვარელა 20 წლის. სასტავი ან გაყიდეს ან გაანათხოვრეს. ვეღარ მოვიგებთ ახალგაზრდულ პრემიერლიგას, თუ ძირითადიდან არ დავიმატეთ სასტავი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: GeorgeBest
1 აგვისტო 2015 15:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვარელას წელს მისცემს შანსს. კარგი სეზონი ჰქონდა შარშან და დააყენებს რომელიმე თამაშში
0
№3
ავტორი: Malboro463
1 აგვისტო 2015 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ჩელსიმ მისი ახალგაზრდები თუ არ გასხვისა ისინი მოიგწბენ. ისეთი კამანდა ყავთ ბევრ ეპლს გუნდს გადაუვლიან
0
№4
ავტორი: temo-scholes
2 აგვისტო 2015 09:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Miuxedavad imisa rom bevri nichieri axalgazrda uazrod davkarget, mainc aris samomavlod kai bichebi, nichierebi da meimedeba mati
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top