მორგან შნეიდერლინმა განაცხადა, რომ ის შეეცდებ,ა საუკეთესო მიიღოს მაიკლ კერიკთან და ბასტიან შვაინშტაიგერთან ერთად მუშაობისგან.
"რა თქმა უნდა, მათთან ერთად მუშაობა ძალიან გამომადგება. მე მზა პროდუქტი არ ვარ, ჯერ კიდევ ვვითარდები და პროგრესირებას ვცდილობ. 25 წლის ვარ, რაც საშუალო ასაკია პროფესიონალი ფეხბურთელისთვის. ისეთ შემსრულებლებთან მუშაობა, როგორიც მაიკლი და ბასტიანი არიან, მე უკეთესს გამხდის." - გადმოგვცემს შნეიდერლინის სიტყვებს goal.com.
"კარგია, რომ ახლა გუნდს ამდენი მოთამაშე ჰყავს მოედნის ცენტრში. ჩვენი გრძელი სეზონი გველოდება და შევეცდებით, რამდენიმე ტიტულისთვის ერთდორულად ვიბრძოლოთ, ამიტომ ძლიერი სკამი და კონკურენცია აუცილებელია. ყველა ბოლომდე დავიხარჯებით, საბოლოო არჩევანი კი მენეჯერზე იქნება - ეს ნორმალურია. როდესაც ისეთი კალიბრის გუნდში გადადიხარ, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", მზად უნდა იყო კონკურენციითვის."