"პსჟ'-სთან მატჩის შემდეგ ლუი ვან გაალმა დავიდ დე ხეას სიტუაციაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს სიტუაცია სხვა ფეხბურთელებს კონცენტრაციაში უშლის ხელს, მაგრამ ყველაზე მეტად დავიდს უჭირს ამასთან გამკლავება.
"ახლა ჩვენ ვიმყოფებით სიტუაციაში, რომელიც არასასურველია დავიდისთვის და კლუბისთვის, რადგან შესაძლოა, მას წასვლა სურს. დარჩება თუ არა დავიდი 1 სექტემბრის შემდეგ? - მოდით, დაველოდოთ და ვნახოთ" - განაცხადა ლუიმ "The Guardian" -თან ინტერვიუში.
გარდა ამისა, ლუიმ "პსჟ"-სთან პირველ გაშვებულ გოლზე დავიდ დე ხეა დაადანაშაულა.
"მე ვერ ვიტყვი, რომ დავიდმა ცუდად ითამაშა, მაგრამ მან დაუშვა შეცდომა. კატასტროფა არ მომხდარა და შეცდომას ყველა უშვებს, მაგრამ როცა ამას მეკარე აკეთებს, როგორც წესი, ეს გოლით მთავრდება"
გამოცემები იუწყებიან, რომ "იუნაიტედი" აგრძელებს არჩეული სტრატეგიით სვლას, რომლის მიხედვითაც, დავიდი მხოლოდ იმ შემთხევაში გადავა "სანტიაგო ბერნაბეუზე", თუ საპირისპირო გზას სერხიო რამოსი გაივლის.