დი მარია სულ მალე "პსჟ"-ს შეუერთდება, ხოლო პედრო- "იუნაიტედს".
ყველა გავლენიანი ბრიტანული გამოცემები, მათ შორის The Telegraph და The Guardian იტყობინებიან, რომ ანხელ დი მარიას ტრანსფერი "პსჟ"-ში კვირის ბოლომდე დასრულდება.
სხვადასხვა წყაროების მტკიცებით, ფრანგული კლუბი 40დან - 44მდე მილიონ ფუნტს გადაიხდის, ხოლო გასულ წელს "იუნაიტედს" დი მარის გადაბირება 59.7მლ. ფუნტი დაუჯდა.
ასევე The Star იუწყება, რომ ლუი ვან გაალი არგენტინელ ვინგერს 360.000 ფუნტით დააჯარიმებს, რადგან ფეხბურთელი ამერიკაში, წინასასეზონო ტურნეზე არ ჩაფრინდა. სავარაუდოდ, დი მარიას ეს ქმედება მის შესაძლო ტრანსფერთან არის დაკავშირებული.
ამის გათვალისწინებით, "იუნაიტედი" დი მარიას შემცვლელად პედრო როდრიგესს მოიაზრებს, რომლის სატრანსფერო ღირებულება, დაახლოებით 25 მილიონი ფუნტი სტერლინგია.
თუმცა, Marca-ს თქმით, "ბარსელონას" სურს, გარიგება სუპერთასის ფინალის შემდეგ მოხდეს. მიზეზი კი ის არის, რომ მათ ორი ძირითადი თავდამსხმელი კლუბს ახლახანს შეუერთდა და სათანადო ფორმის აღსადგენას ვერ მოასწრებენ, ამის გათვალისწინებით, "სევილიასთან" მატჩში პედრო ძირითად შემადგენლობაში იქნება.
წყარო:
Manutd.ru