ეშლი იანგით პრემიერ ლიგის ორი კლუბი ინტერესდება.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერმა, ეშლი იანგმა შესაძლოა, დატოვოს "იუნაიტედი", რამეთუ მისი კონტრაქტის ვადა მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება, ხოლო ხელმძღვანელობა იანგს კლუბის დატოვების ნებას დართავს იმ შემთხვევაში, თუ შემოთავაზება ორივე მხარისთვის მისაღები იქნება.
ჭორების თანახმად, "ტოტენჰემი" და "ასტონ ვილა" ინტერესდებიან 30 წლის ნახევარმცველით, რომელმაც გასულ სეზონში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა "იუნაიტედის" წარმატებაში და კლუბს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლაში დაეხმარა, თუმცა მისი კარგი თამაში ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელის, როი ჰოჯსონისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და ეშლი 23 კაციან განაცხადში ვერ მოხვდა.
გარდა ამისა, ეშლიმ წინასასეზონო ტურნეზე ოთხივე შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა "იუნაიტედს" მისთვის ახალი კონტრაქტი არ შეუთავაზებია. არსებულ ვითარებას ართულებს ის ფაქტიც, რომ ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ უამრავი ახალგაზრდა და იმედისმომცემი ვინგერია, მათ შორის პერეირა, იანუზაი, ლინგარდი და მემფის დეპაი, ასევე ჯეიმს უილსონი, რომელიც "ბარსელონას" წინააღმდეგ აღნიშნულ პოზიციაზე გაისარჯა.
გასულ კვირას იანგმა განაცხადა:
"მე ვთამაშობ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, ასე რომ , მე მინდა დარჩენა, რაც შეიძლება დიდხანს. მსურს, რაც შეიძლება მეტი მატჩი ჩავატარო. ახლა ტურნეზე ვიმყოფები და ჩემი მიზანია, საკუთარ თავთან უფრო მეტი ვიმუშაო.
იმედი მაქვს, ყველაფერი მოგვარდება, თუმცა არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა. ამჟამად კონცენტრირებას თამაშზე ვახდენ, სხვა ყველაფერზე კი ჩემი აგენტი იზრუნებს."წყარო:
M.E.N