დღეს "მანჩესტერ იუნაიტედმა" წინასასეზონო ტურნეზე დასკვნითი შეხვედრა გამართა "პსჟ"-ს წინააღმდეგ. მატჩი ფრანგების გამარჯვებით, ანგარიშით 0-2 დასრულდა.
შეხვედრის 25-ე წუთზე მატუიდიმ მცველებისა და მეკარის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა, ხოლო ცხრა წუთის შემდეგ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მაქსველის გადაცემა გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
"იუნაიტედი" დღეს საღამოს ინგლისში დაბრუნდება და "ტოტენჰემთან" მატჩისთვის მოემზადება. შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს პრემიერ ლიგის ჩემპიონატი აიღებს სტარტს.