მიუხნენის "ბაიერნის" აღმასრულებელ დირექტორს, კარლ-ჰაინც რუმინიგეს სჯერა, რომ ტომას მიულერი გერმანიას არ დატოვებს.
მიმდინარე ზაფხულს 25 წლის გერმანელი შემტევი "იუნაიტედის" მთავარ სატრანსფერო სამიზნედ იქცა, მაგრამ რუმინიგე დარწმუნებულია, რომ თომასი "ალიანს არენაზე" კიდევ დიდხანს იასპარეზებს.
"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თომასი "ბაიერნისთვის" ცოცხლობს და არასდროს დატოვებს კლუბს" - განაცხადა რუმინეგემ Bild-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, "როდესაც თომასი კარიერას დაასრულებს, ჩვენ მას კლუბში კიდევ ერთ როლს შევთავაზებთ. გარდა ამისა, ის თავს კომფორტულად გრძნობს სახლში და კლუბის გამოცვლა მის გეგმებში არ შედის, ხოლო გულშემატკივარმა ამ თემაზე არ უნდა იღელვოს."