როგორც მოგეხსენებათ, შაბათს, პირველ აგვისტოს Adidas-ი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ ფორმას წარადგენს, მათ პრეზენტაციის რამდენიმე დეტალი უკვე გაავრცელეს.
30 ივლისს "პსჟ"-სთან გასამართი შეხვედრა იქნება უკანასკნელი, რომელშიც "იუნაიტედის" ფეხბურთელები Nike-ს ეკიპირებით გამოვლენ, ეს იქნება 13 წლიანი თანამშრომლობის დასასრული. პირველი აგვისტოდან უკვე Adidas-თან გაფორმებული 750 მილიონიანი კონტრაქტი შევა ძალაში.
"მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი კონტრაქტი Adidas-თან 1980 წლით თარიღდება, 1992 წელს ამერიკული მწარმოებელი ბრიტანულმა Umbro-მ შეცვალა.
Adidas-მა შაბათს გასამართი პრეზენტაციის ერთი დეტალი გამოაქვეყნა, რომელიც წითელ სამკაპს წარმოადგენს.