თბილისი:
მანჩესტერი:
29-07-2015, 15:04
ავტორი: Count Alucard,
ნანახია: 1891,
კომენტარები: 9
ბლინდი: "ახალგაზრდობაში არსენალს უარი ვუთხარი"
დეილი ბლინდმა წარსული გაიხსენა.
ბლინდი:
დეილი ბლინდმა განაცხადა, რომ 17 წლის ასაკში ლონდონის "არსენალში" გადაბარგების შესაძლებლობა ჰქონდა - მეთოფეები ხელსაყრელ კონტრაქტს სთავაზობდნენ, თუმცა მან მამის კვალდაკვალ წასვლა არჩია და ამსტერდამის "აიაქსის" ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა დაისახა მიზნად.

"თინეიჯერულ წლებში ლონდონში გადაბარგება შემეძლო"- აცხადებს ბლინდი ჰოლანდიურ ჟურნალ Helden-თან ინტერვიუში. - "იმ პერიოდში "აიაქსის" აკადემიაში ვვარჯიშობდი. ერთ დღესაც სკოლიდან სახლში მივედი და ჩემმა მშობლებმა შემატყობინეს, რომ "არსენალიდან" დაერეკათ, მათ მე ვჭირდებოდი"

"თავიდან მეგონა, რომ მეხუმრებოდნენ. მე ყოველთვის "აიაქსის" ძირითადში მოხვედრაზე ვოცნებობდი, თუმცა მაინც გადავწყვიტეთ "არსენალის" ბაზაზე მივსულიყავით. იქ ერთი დღე გავატარეთ და სასიამოვნო იყო. მათ შემომთავაზეს სკოლის საქმეებში დახმარება, რომ საშუალო განათლების დიპლომი ამეღო და საოცარ კონტრაქტს დამპირდნენ, ეს ზღაპრულ იყო ჩემი ასაკის ბიჭისთვის"

"ამ დროს "აიაქსმაც" შემომთავაზა კონტრაქტი, რომელიც ახლოსაც ვერ მივიდოდა მეთოფეების პირობებთან. მამაჩემმა მე მომანდო გადაწყვეტილების მიღება და მეც დარჩენა ვამჯობინე".

"მაშინ დიდ ფულზე ვთქვი უარი, ზოგიერთი ფეხბურთელის ოჯახს სჭირდება შემოსავალი და ამიტომ ისინი თანხმდებიან ისეთი კლუბის შემოთავაზებას, როგორიცაა "არსენალი", მაგრამ მე ვთქვი "არა", რადგან მე გამიმართლა- სახლში ყველაფერი მქონდა, რაც მჭიდებოდა. კიდევ ერთი მიზეზი იყო ის, რომ მამაჩემის კვალდაკვალ მსურდა მევლო, ის ხომ "აიაქსის" კაპიტანი იყო და მათთან ერთად ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა".

ბლინდის ცხოვრებაში იყო დრო, როდესაც დეილიმ ინანა ეს გადაწყვეტილება, რადგან მარტიონ იოლის ხელმძღვანელობის ქვეშ ის "გრონინგემში" გაანათხოვრეს.

"როდესაც "აიაქსში" მარტინი მოვიდა ჩანდა, რომ მე იქ მომავალი აღარ მქონდა. ამ დროს იყო მომენტი, როცა გავიფიქრე: "რა მოხდებოდა "არსენალისთვის" "კი" რომ მეთქვა, ახლა ყოველ კვირა ლონდონში ვითამაშებდი და გაურკვეველ ადგილას არენდაში არ ვიჯდებოდი". შვებით ამოვისუნთქე, როდესაც იოლი წავიდა. ერთი კვირის შემდეგ "აიაქსის" ახალმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბორმა, დამაბრუნა გუნდში და ძირითად შემადგენლობაში განმაწესა. მე მისი ახალი მარცხენა მცველი გავხდი".

დეილი სწრაფად შეეგუა "მანჩესტერ იუნაიტედს", თუმცა თავისი კოლეგების მსგავსად, ჩეშირში არ დასახლდა და ქალაქის ცენტრის აპატრამენტები არჩია.

"მე იმ სასტუმროს პირდაპირ ვცხოვრობ, რომელსაც საშინაო მატჩების წინ ვიყენებთ, შემიძლია უცებ გადავჭრა ქუჩა და ბიჭებს შევუერთდე, თუმცა ეს აკრძალულია, მანქანით უნდა მივიდე კლუბში და შემდეგ იქიდან ყველანი ერთად ავტობუსით მივდივართ სასტუმროში".

წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 ივლისი 2015 15:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ბევრი მის ადგილას დათანხმდებოდა არსენალის კონტრატქს, თუმცა როგორც თვითონ აღნიშნა მამამისმა დიდი გავლენა მოახდინა მიუხედავად იმისა, რომ არჩევანის უფლება თვითონ ქონდა. ნუ რამდენად გამოიჩენდა არსენალში თავს ეგ სხვა საქმეა, თუმცა შანსს მისცემდნენ რა თქმა უნდა.
0
№2
ავტორი: AkkRed
29 ივლისი 2015 15:50
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვახო ( G G M U),

არსენალში ესეთი ტიპის ფეხბურთელები კარგად იკიდებენ ფეხს სხვათაშორის, ჩვენთან უფრო უძნელდებათ
0
№3
ავტორი: GeorgeBest
29 ივლისი 2015 15:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არსენალს ყველა ახალგაზრდა რო უნდოდა ისე winked მიხარია ეხლა აქ როა და უარი თქვა. ისე მამის კვალს თუ მიყვებოდა ბარემ ბოლომდე გაყოლოდა wink
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 ივლისი 2015 15:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
AkkRed,
ჩვენთან იმიტო უძნელდებათ, რომ იქ არ დგანან სადაც უნდა იდგნენ. ყველაზე არაა საუბარი რა თქმა უნდა, მაგრამ ბლინდის შემთხევავაში ეგრე იყო წინა სეზონზე. ეს რომ სულ მარცხენა მცველად ეთამაშებინა ლუის გაცილებით ადრე გაივლიდა ადაპტაციას ვიდრე ეხლა. მაგრამ არ გვყვავდა ნახევარმცველი და სხვა გზა არ იყო. აი წელს ვნახავთ რეალურად რა შეუძლია, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ბლინდი ნომერ მეორე მარცხენა მცველი იქნება.
0
№5
ავტორი: AkkRed
29 ივლისი 2015 15:59
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვახო ( G G M U),

თვითონ ბლინდს უფრო უნდა საყრდენობა, ჰოლანდიის ნაკრებში მცველად თამაშობდა, მაგრამ აიაქსში საყრდენზე იყო თან კარგადაც გამოსდიოდა. მე თვითნ კლუბებს შორის განსხვავებაზე გავამახვილე ყურადღება. იგივე სტილის, იგივე დონის ფეხბურთელი ჩვენ და არსენალმაც რომ შევიძინოთ არსენალში უფრო მალე გაივლის ადაპტაციას ვიდრე ჩვენთან.
0
№6
ავტორი: Mufc7
29 ივლისი 2015 16:20
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
Love is Blind wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: Count Alucard
29 ივლისი 2015 16:54
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
Mufc7,
ვერ დაგეთნახმები, ყრუც არის სიბრმავესთან ერთად. ამავდროულად ვერტიკალურია და ბრუნვადი.

AkkRed,
ვახო ( G G M U),
დაწყევლილი გუნდი ვართ და იმიტო, ყველას აქ მუნდება ფეხის მოტეხვა, მუცლის ატკიება და ათასი უაზრობა კიდე.
0
№8
ავტორი: Lee Sharpe
29 ივლისი 2015 17:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
რაღაცნაირი გულწრფელი და მაგარი პიროვნება ჩანს მაგრად მევასება ბლინდი.
პირველად მაშინ მომეწონა ჯგუფში ბარსელონასთან აიაქსს ველტმანი რომ გაუგდეს და კაცნაკლულ ამსტერდამელებში ერთერთი გამორჩეული იყო და მოიგეს 2-1 smoke
0
№9
ავტორი: Mufc7
29 ივლისი 2015 17:30
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
Count Alucard,
lol lol ეგ არის, ეგ lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top