"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, 20 წლის მარცხენა მცველი შეაქო და განაცხადა, რომ მომავალ სეზონში ის თავის შესაძლებლობებს სრულად წარმოაჩენს.
"ლუკ შოუ ძალიან ნიჭიერია, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მისთვის არც ისე ადვილი იყო "საუთჰემპტონიდან" ისეთ კლუბში გადასვლა, როგორიცაა "მანჩესტერ იუნაიტედი". თუმცა მას აქვს უპირატესობა- ის ინგლისელია და ადაპტაციისთვის დრო არ სჭირდება. მაგალითად, მემფის დეპაი ჰოლანდიელია და განსხვავებული კულტურის ქვეყნიდან მოვიდა აქ" - ციტირებს ვან გაალის სიტყვებს Manchester Evening News.
"მე ვფიქრობ, ეს მისი სეზონი იქნება, მჯერა ლუკის შესაძლებლობების და ის ამას გრძნობს. იმედი მაქვს, დაგვანახებს სინამდვილეში რა შეუძლია. შოუ მხოლოდ 20 წლისაა და არც ისე ბევრი 20 წლის ახალგაზრდა თამაშობს რეგულარულად პრემიერ ლიგაში".
შეგახსენებთ, რომ ლუკ შოუ "საუთჰემპტონიდან" "მანჩესტერში" 1 წლის წინ გადაბარგდა, 27 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ. პირველ სეზონში ის ტრავმებმა დატანჯეს, თუმცა ამჯერად შოუმ თავისი შვებულების ნაწილი ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებას შესწირა, რათა ახალი სეზონის სტარტს საუკეთესო ფიზიკურ კონდინციებში შეხვდეს.