ახალგაზრდა "ეშმაკებმა" "სტოკპორტთან" ფრე ითამაშეს.
გუშინ, "იუნაიტედის" რეზერვები, წინასასეზონო ტურნეზე ინგლისურ კლუბს, "სტოკპორტს" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან თავი ლედშემმა გამოიჩინა, რომელმაც 40 მეტრიდან დალაშქრა პერეირას კარი. "იუნაიტედმა" საპასუხო გოლის გატანა 59-ე წუთზე შეძლო, თავი ფოსუ-მენსამ გამოიჩინა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "იუნაიტედთა" შემადგენლობაში გამოჩნდა გილერმო ვარელა, რომელიც ერთ წლიანი იჯარის წესით "კასტილიაში" (რეალ მადრიდის რეზერვები) ასპარეზობდა.
"სტოკპორტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - 1:1გოლები: ლედშემი 30წთ. - ფოსუ-მენსა 59წთ.
შემადგენლობა:
ძირითადი: ჟ.პერეირა. ლავი, დაგბი, ბორდვიქ-ჯექსონი, ვარელა (ფლეტჩერი 46წ). გრიმშოუ, ფოსუ-მენსა (მიჩელი 84წ), უილოქი, უეირი. რედმონდი.
შეცვლაზე არ შემოსულან: ჰენდერსონი, ოჰარა, რაილი.
"იუნაიტედი" შემდეგ შეხვედრაში ინგლისურ "ბარსქოთს" ესტუმრება. მატჩი 31 ივლისს, თბილისის დროით 22:30 წუთზე გაიმართება.წყარო:
Manutd.com