"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ანდრეს პერეირამ გულშემატკივრების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ანდრეს პერეირამ გულშემატკივრების მიერ "Facebook"-ის საშუალებით დასმულ კითხვებს უპასუხა.
როგორი გრძნობაა ასეთი დიდებული გუნდის ნაწილად ყოფნა?სიმართლე გითხრათ, ძალიან ამაყი ვარ ასეთ დიდ კლუბში თამაშით. ყოველთვის, როდესაც ამ კლუბის მაისურს ვიცვამ, ვხვდები, რომ მსოფლიოს უდიდესი კლუბის წევრი ვარ. რა თქმა უნდა, არის მცირე წნეხიც, რადგან გულშემატკივრები ყოველთვის გამარჯვებს ელიან და ვალდებული ხარ, მათ ეს სურვილი შეუსრულო. თუმცა, როცა საქმე "იუნაიტედთან" , გაქვს ეს ნორმალურია.
ვინ არის შენი საუკეთესო მეგობარი "იუნაიტედში"?ძალიან იღბლიანი ვარ, რადგან კლუბში ბევრთან ვმეგობრობ. მათ შორის არიან ადნანი და ფელაინი. ასევე მემფისი, რომელიც ახალი გადმოსულია. საერთო ჯამში, ყველა კარგად ვუგებთ ერთმანეთს.
როგორი ტიპის მუსიკას უსმენთ გასახდელში?ეშლი იანგი არის DJ, ამიტომ ეს მისი მოვალეობაა. თუმცა ჩემს ყურსასმენებში მატჩამდე ყოველთვის ბრაზილიურ მუსიკას ვუსმენ, ყველანაირი ჟანრის ბრაზილიურ მუსიკას.
კარგი DJ-ია ეშლი იანგი?ფრთხილად უნდა ვიყო, ახლა რასც ვიტყვი. არა, სიმართლე არის ის, რომ ეშლი კარგია, როდესაც ცდილობს. ზოგჯერ კი ის უბრალოდ რთავს მუსიკას და ასე ტოვებს. ალბათ, რთულია ყველასთვის მოსაწონი მუსიკა დაუკრა. ამიტომ, ამ კითხვაზე მაინც დადებით პასუხს გავცემ.
რომელია შენი საუკეთესო მომენტი "იუნაიტედში"?ეს იყო გასულ კვირას, როდესაც "სან ხოსესთან" გოლი გავიტანე. საოცარი გრძნობა იყო და, ალბათ, ჯერჯერობით საუკეთესო მომენტი ჩემს კარიერაში.
რისი მიღწევა გსურს ამ სეზონში?უბრალოდ მინდა კარგად თამაში გავაგრძელო და იმედი მაქვს, რომ მენეჯერზე შთაბეჭდილებას მოვახდენ. მსურს, რაც შეიძლება მეტი მატჩი ჩავატარო და "იუნაიტედისთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდე.
რა იგრძენი, როდესაც გითხრეს, რომ "ბარსელონასთნ" მატჩში მოედანზე გახვიდოდი?ეს შესანიშნავი იყო! ყოველთვის მოუთმენლად ველი ისეთ გუნდებთან თამაშს, როგორიც "ბარსელონაა", ამიტომ კარგი გრძნობა იყო მოედანზე გამოსვლა. მახსოვს, როგორც კი მოედანზე მოვხვდი შეტევა წამოვიწყე, რომელიც გოლით დასრულდა. ვიცი, რომ ეს მხოლოდ წინა-სასეზონო ტურნეა, მაგრამ ასეთი გამარჯვება გუნდს თავდაჯერებულობას მატებს.
ვინ არის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი გუნდში?ახლა ყველა ამაზე საუბრობს. კრის სმოლინგი ფიქრობს, რომ ის საუკეთესოა, თუმცა მას ბოლომდე არ ვეთანხმები. ვფიქრობ, ყველაზე სწრაფი მაინც ანტონიო ვალენსიაა. შეიძლება, კრისი მოკლე მანძილზე უკეთესია, რადგან მას გრძელი ფეხები აქვს, მაგრამ ჩემთვის ანტონიოა ყველაზე სწრაფი.
რომელი სპორტი მოგწონს ფეხბურთის გარდა?მომწონს კალათბურთის ყურება. ასევე ფუტზალი... თუმცა ესეც ,ალბათ, ფეხბურთში ითვლება. ბრაზილიაში ძალიან პოპულარული სპორტია.
რაზე ფიქრობ, როდესაც მოედანზე შედიხარ და გულშემატკივრების გამამხნევებელი შეძახილები გესმის?მოედანზე შესვლა ძალიან მნიშვნელოვანი მომეტია ჩემთვის. მე უბრალოდ ვფიქრობ დადებითზე, ვიხსენებ, რა გამიკეთებია და როგორი გოლები გამიტანია. ასევე კონცენტრაციას ვახდენ მწვრთნელის მიერ მოცემულ მითითებებზე.
რას გრძნობდი პირველი გოლის გატანის შემდეგ?ძალიან ბედნიერ ვიყავი, რომ "სან ხოსესთან" გატანა მოვახერხე. გოლის შემდეგ ცოტა მომეშვა, რადგან საბოლოოდ მოვახერხე აქტივში პირველი გოლის ჩაწერა. იმედი მაქვს, რომ ამის კეთებას მომავალშიც გავაგრძელებ. ეს მომენტი უფრო მნიშვნელოვანი იმით იყო ჩემთვის, რომ გოლი თავით გავიტანე, რაც თითქმის არასდროს გამიკეთებია.
რომელი ფეხბურთელი მოგწონდა ბავშვობაში და რატომ?კაკა, მას ყოველთვის ვაკვირდებოდი. ის იყო ძლიერი, სწრაფი, ჰქონდა შესანიშნავი ტექნიკა და ყველა სიტუაციას მშვიდად ხვდებოდა.
წარმოიდგინე, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერი ხარ... დამატებითი დროა, შენს გუნდს ერთი გოლი სჭირდება გასამარჯვებლად და დაინიშნა საჯარიმო 25 იარდიდან. ვის დაარტყმევინებდი ამ ჯარიმას?კარგი კითხვაა. პასუხი არის ანდრეას პერეირა, ასეთ შემთხვევაში დარწმუნებული ვიქნებოდი, რომ გოლი გავიდოდა. ჰაჰა, ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. თუ მე არ შემიძლია, უაზას ავირჩევდი. ის ფანტასიურად უტყამს ჯარიმებს.
წყარო:
ManUtd.com