თბილისი:
მანჩესტერი:
28-07-2015, 19:52
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 3007,
კომენტარები: 11
ვინ არის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედში"?
ვინ არის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედში"? კითხვა, რომელზეც ბევრ განსხვავებულ პასუხს მოისმენთ "იუნაიტედის" გულშემატკივრებისგან.
ვინ არის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი
ვინ არის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედში"? კითხვა, რომელზეც ბევრ განსხვავებულ პასუხს მოისმენთ "იუნაიტედის" გულშემატკივრებისგან.

ამ საკითხთან დაკავშირებით დებატებმა განსაკუთრებით მაშინ იმატა, როდესაც მემფის დეპაის ვარჯიშის სურათები გავრცელდა ინტერნეტში. მისი შესანიშნავი ფიზიკური აღნაგობის გამო, ჰოლანდიელმა გუნდელებისგან ისეთი ზედმეტსახელები დაიმსახურა, როგორიცაა "ტანკი" და "მხეცი".

იმავეს თქმა შეიძლება ანტონიო ვალენსიაზეც, რომელიც "უიგანიდან" გადმოსვლის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ფეხბურთელად ითვლება "წითლების" შემადგენლობაში.

რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ უეინ რუნი, შესანიშნავი ფიზიკური მომზადების წყალობით, უკვე მრავალი წელია კაპიტანი ნებისმიერი მცველისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ასევე გუნდში არიან ძალიან ძლიერი დაცვითი ფუნქციის ნახევარმცველები: ბასტიან შვაინშტაიგერი, მორგან შნეიდერლინი და მაიკლ კერიკი.

"იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა იმავე კითხვით მიმართა პირველი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს.

"ამ კითხვაზე ერთი პასუხი მაქვს, ის ყოველ დილა-საღამოს დარბაზში ვარჯიშობს - ეს ტაილერ ბლეკეტია" - განაცხადა ლუკ შოუმ. "საერთოდ სავარჯიშო დარბაზში ერთად არ ვმუშაობთ, ეს უფრო ინდივიადუალური პროგრამაა, რომელიც ყველა ფეხბურთელს განსხვავებული აქვს. თუმცა, ჩემი ნანახიდან გამომდინარე, იგი საუკეთესოა."

ინგლისელი მცველის აზრს ეთანხმება თავად ტაილერ ბლეკეტიც: "მეც იმავეს ვიტყოდი" - განაცხადა მან. "ვცდილობ, დარბაზში რაც შეიძლება მეტი ვიმუშავო და ყოველდღიურად უფრო გავძლიერდე."

"როდესაც ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობ, ვალდებული ხარ, რომ კარგ ფიზიკურ კონდიციებში იყო, რადგან გამკლავება გიწევს სხვადასხვა ტიპის მოწინააღმდეგეებთან. ისინი არიან დიდები, პატარები, სწრაფები- ამიტომ საჭიროა, ყველაფრისთვის მზად იყო."

"ეს ვარჯიში დამეხმარა პირველ გუნდში გადმოსასვლელად. ვცდილობ, რომ ყველა თამაშისთვის მზად ვიყო ფიზიკურად. როდესაც გუნდში რეგულარულად გამოდიხარ, გიწევს ძალიან ძლიერ ფეხბრთელებთან გამკლავება, რაც მზადყოფნას საჭიროებს."

"საერთოდ გუნდში ბევრი ძლიერი ფეხბურთელია. ანტონიო ვალენსია შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია. მემფისი ახალი მოსულია და ისიც საკმაოდ დიდია."


თავისი აზრი დააფიქსირა ეშლი იანგმაც, რომელმაც ორი ფეხბურთელი გამოყო: "მე ვიტყოდი მემფისს. გასახდელში მისი ფეხები ვნახე, რომელიც მასიურია - თითქოს რობერტო კარლოსს ვუყურებდი. ასევე უნდა აღვნიშნო ბლეკეტიც, იგი ყოველდღე დარბაზშია და ძალიან ბევრს ვარჯიშობს."

წყარო: ManUtd.com
სიახლეები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Paul Merson 1
28 ივლისი 2015 19:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ხო და აბა იანუზაი მარცხენა ხელს ავარჯიშებს მარტო მეტი არაფერი იცის ეტყობა

areyoukiddingme

ეს სტატია დადეთ რა ფბ-ზეც ხალხის აზრიც საინტერსოა fuckthatbitch
0
№2
ავტორი: Vodafone
28 ივლისი 2015 20:02
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
Paul Merson 1,
არადა წელს იანუზაი და შოუ ერთად ვარჯიშობედნენ და ორივე მაგარი მოძლიერებულია. თუ დაკვირდი ადნანს ბარსასთან ეტყობოდა რო უფრო ჯანზეა მოსული.
0
№3
ავტორი: Best 7
28 ივლისი 2015 20:07
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Paul Merson 1,
Ianuzaize kargi iyo:D
0
№4
ავტორი: Paul Merson 1
28 ივლისი 2015 21:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
Best 7,
აეგ ადმინს უთხარით პოლ მერსონ მქონდა აქამმდე ექაუნთი და რატომ დამიბლოკა ვერ გავიგე derpneutral
0
№5
ავტორი: Mufc7
28 ივლისი 2015 21:28
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
იმავეს თქმა შეიძლება ანტონიო ვალენსიაზეც, რომელიც "უიგანიდან" გადმოსვლის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ფეხბურთელად ითვლება "წითლების" შემადგენლობაში.

likeaboss smoke 3d_8
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: Rooni
28 ივლისი 2015 21:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
niangi daaviwydat :d
0
№7
ავტორი: GeorgeBest
28 ივლისი 2015 21:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იანგი მემფიფისის ფეხებს ცუდად უყურებს და ისეტი ცოლი ჰყავს არ გამიკვირდება მაგასთან რო უღალატოს megustamucho
0
№8
ავტორი: gilmour
28 ივლისი 2015 21:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ბლეკეტს მართლა ეტყობა, ტერმინატორივით დადის, უბრალოდ მასიურმა კუნთმა მოქნილობა არ უნდა დააკარგვინოს:) დეპაი საერთოდ კულტურისტს გავს, ეგეთი აღნაგობა მართლა არავის აქვს ჩვენთან. რუნი უფრო მასაა და ტანკივით დადის:) ფეხბურთს რომ თავს დაანებებს 200 კილო გახდება 2 თვეში.
ეს კერიკი რას შეტენეს ვერ გავიგე, მაგის ჯანი არ გაიშვას.
0
№9
ავტორი: Rooni
28 ივლისი 2015 22:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
niangi da vale yvelaze janianebi arian
0
№10
ავტორი: Count Alucard
28 ივლისი 2015 22:27
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ცხენები ბლომად გვყოლი გუნდში lol
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top