სრულიადში შემოგთავაზებთ დღის საინტერესო ახალ ამბებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი დავიდ დე ხეასა და გუნდის ახალწვეულ მეკარეს- სერხიო რომეროს, გარანტიას არ აძლევს:
"მოხარული ვარ ახალი კიპერის შეძენით. თუმცა არც რომეროსა და დე ხეას ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი არ ექნება. კონკრეტულ მატჩში ის ითამაშებს, რომელიც იმ მომენტში უკეთეს ფორმაში იქნება".როდესაც მადრიდის "რეალი" ჩინეთიდან ესპანეთში დაბრუნდება, კლუბის ხელმძღვანელობა დაიწყებს მოლაპარაკებას სერხიო რამოსთან კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე. სხვადასხვა პრესის თქმით, თუ რამოსს წლიურ გასამრჯელოდ 10 მილიონ ევროს არ დაუნიშნავენ, მაშინ ესპანელი ცენტრალური დამცველი "რეალსა" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლით "დაემუქრება".
დღეს დილით გამართულ პრეს-კონფერენციაზე "პარი სენ ჟერმენი"-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა იუწყა, რომ "მანჩესტერის" არგენტინელ ნახევარმცველის, ანხელ დი მარიას ტრანსფერი სულ მალე შედგება. ფრანგულ კლუბს კი ეს სიამოვნება 65 მილიონი ევრო დაუჯდება.
Daily mail-ი ვარაუდობს, რომ ის ახალი შენაძენი-"სიურპრიზი", რომლის შესახებ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი ლაპარაკობს, "ევერტონის" ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ უნდა იყოს.
მოგეხსენებათ, 35 წლის რონალდინიო "კერეტაროდან" "ფლუმინენსეში" გადავიდა, რის შემდეგაც ახალ გუნდთან პირველად ივარჯიშა და გულშემატკივრებმა დიდებული დახვედრა მოუწყო.
გარი ნევილი:
"მანჩესტერმა" კარგი ფეხბურთელები დაიმატა, მაგრამ სანამ ანხელ დი მარიას გაყიდიან, მისი შემცვლელის შეძენა მართებთ. ჩემი აზრით, ახალგაზრდა მემფის დეპაის პირველ სეზონში გაუჭირდება თამაში, გამოცდილი ბასტიან შვაინშტაიგერი, მორგან შნეიდერლინი და მატეო დარმიანი კი უპრობლემოდ მოახდენენ ადაპტირებას".შვებულებაში მყოფი ნეიმარი ახალი ვარცხნილობითა და მოსვირინგებული კისერით მოგვევლინა.
ფრანგული და თურქული პრესის თქმით, „მონაკოდან“ აბარგებულ ვეტერან ბულგარელ ფორვარდს, დიმიტარ ბერბატოვს "გალათასარაი“ და „ბეშითაში“ ეპატიჟება და ალბათ, რომელიმე მათგანში გააგრძელებს თამაშს.
ვან გაალი:
"კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნება კარგი იქნებოდა, მაგრამ ამ დროისთვის ეს შეუძლებელია. თუმცა აუცილებლად გვჭირდება შემოქმედებითი ტიპის თავდამსხმელი და ამ მიმართულებით ვმუშაობთ".დადგინდა, რომ 31 წლის რობინ ვან პერსის "ფენერბახჩე" მართლაც, რომ ზღაპრულ პირობებს უსრულებს. ჰოლანდიელის თურქულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმების შემდეგ, მარტო კონტრაქტისთვის მან 5.5 მილიონი ევრო მიიღო, წელიწადში ხელფასად 17 მილიონი, პლიუს ბონუს-პროგრამა, რამაც ჯამში შეიძლება, 66 მილიონი ევრო შეადგინოს.