Daily Mail იტყობინება, რომ "მანჩესტრ იუნაიტედი" მარკოს როხოს ორი კვირის ხელფასს დაუქვითავს, რადგან ის კლუბთან ერთად ტურნეში მონაწილეობის მისაღებად ამერიკაში არ ჩაფრინდა. როხომ არ იზრუნა ვადაგასული პასპორტის შეცვლაზე, რის გამოც კლუბის ვარჯიში გამოტოვა და ვან გაალის რისხვა გამოიწვია.
მარკოსი ვერ გადაარჩინა იმ ფაქტმა, რომ "იუნაიტედს" აგრეთვე დააკლდა ანხელ დი მარია, რადგან ტაბლოიდების თქმით, ვან გაალმა უკვე შეატყობინა ფეხბრთელებს ანხელის "პსჟ"-ში სავარაუდო გადაბარგების შესახებ.
ახლა კლუბი როხოს 140 000 ფუნტით დააჯარიმებს, თუმცა შესაძლებელია, მისი სასჯელი გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე დაქვითული ხელფასი, რადგან მან მთავარი მწვრთნელი განარისხა.