"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელის, გარი ნევილის აზრით, დი მარიას წასვლის შემთხვევაში, "იუნაიტედმა" მისი სრულფასოვანი შემცვლელი უნდა მოძებნოს.
გარიმ გამოთქვა თავისი აზრი "იუნაიტედის" მიერ განხორციელებულ ტრანსფერებთან დაკავშირებით მიმდინარე ზაფხულს, თუმცა მისივე თქმით, "იუნაიტედს" სჭირდება კიდევე ერთი ახალწვეული იმ შემთხვევაში, თუ ანხელ დი მარია "პსჟს" შეუერთდება.
"იუნაიტედმა" მართლაც კარგი სატრანსფერო სვლები განახორციელა მიმდინარე ზაფხულს. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად და თუ დი მარიას შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ, მაშინ მისი სრულფასოვანი შემცვლელის პოვნა იქნება საჭირო" - წერს გარი "Twitter"-ზე.