"ვალენსია" ნიკოლას ოტამენდის შენარჩუნებას აპირებს.
"ვალენსიას" ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ მათ უარი თქვეს 27 მილიონ ფუნტიან შემოთავაზებაზე ნიკოლას ოტამენდის სანაცვლოდ, თუმცა ესპანელებმა კონკრეტული გუნდის დასახელებისგან თავი შეიკავეს.
"Sky Sports"-ის ექსპერტის, გილემ ბალაგიეს ცნობით, ეს წინადადება "მანჩესტერ იუნაიტედისგან" მოდიოდა. თუმცა, ამ შემთხვევაზე კომენტარს არც "იუნაიტედის" მესვეურები აკეთებენ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ვალენსიაში" მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი , ამ სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი შეინარჩუნონ.
27 წლის მცველმა საფეხბურთო კარიერა მშობლიურ "ველეზ სარსფილდში" დაიწყო. 2010 წელს კი იგი "პორტოში" გადაბარგდა. წინა წლის თებერვალში არგენტინელი "ვალენისიამ" შეიძინა და დარჩენილი სეზონი არენდით გაუშვა "ატლეტიკო მინეიროში"
ოტამენდიმ შესანიშნავად ჩაატარა გასულ სეზონი, მან მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ და "სამეფო კლუბის" 22 მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა.
ასეთი სეზონის შემდეგ, მან ბევრი ტოპ კლუბის ინტერესი დაიმსახურა ევროპის მასშტაბით, მათ შორის კი ერთ-ერთი ფავორიტი "მანჩესტერ იუნაიტედია".
წყარო:
Sky Sports