თბილისი:
მანჩესტერი:
27-07-2015, 15:55
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1897,
კომენტარები: 8
ვან გაალი რომეროს დამატების ხსნის
ჰოლანდიელი სპეციალისტი სერხიო რომეროს დამატების მიზეზებზე.
ვან გაალი რომეროს დამატების ხსნის
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მეხუთე ახალწვეული წარადგინა. "ეშმაკებმა" თავისუფალი აგენტი, არგენტინისა და "სამპდორიის" კარის დარაჯი სერხი რომერო დაიმატეს. რომერო ვან გაალისთვის უცნობი მოთამაშე ნამდვილად არ არის, მათ ერთად "ალკმაარშიც" უმუშავიათ.

აი, რას ამბობს ჰოლანდიელი შეგირდზე:

"სერხიო რომერო არგენტინელი მეკარეა, თუმცა მე მას "ალკმაარიდან" ვიცნობ. მე ის სწორედ ჰოლანდიაში გავიცანი, თუმცა მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო, სულ რაღაც 19 წლის. იგი ძალიან ნიჭიერი მეკარეა, ჩვენ ერთად ჩემპიონები გავხდით ჰოლანდიაში. თანაც არცთუ ვარსკვლავური გუნდით, ეს "ალკმაარისთვის" ფანტასტიური შედეგი იყო.

მე მას ძალიან კარგად ვიცნობ და ვფიქრობ, ჩვენს სიტუაციაში, როდესაც არ ვიცით, დარჩება თუ არა დე ხეა კლუბში, მისი დამატება დროული და გამართლებულია. პირველი მეკარის დაკარგვა ძალიან მტკივნეულია და ეს თუ მოხდა, მზად უნდა ვიყოთ. მიხარია, რომ ჩვენ ისევ ერთად ვიმუშავებთ, ახლა უკვე "მანჩესტერ იუნაიტედში".


კითხვაზე, თუ რა მოსწონს ყველაზე მეტად რომეროში, ვან გაალმა ასეთი რამ განაცხადა:

"ის მეკარეა და სეივებს აკეთებს, ეს ხომ ამ პოზიციის მოთამაშისთვის მთავარი ამოცანაა. ამასთან, იგი კარგად თამაშობს ფეხით, რაც დიდი პლუსია, რადგან ჩვენ სწორედ ასეთი კიპერი გვჭირდება. მას არც აღნაგობა და ფიზიკური კონდიციები დაეწუნება.

ჰოლანდიაში იგი საჯარიმოში დომინირებდა, თუმცა არ ვიცი, რა მოხდება პრემიერ ლიგაში, რადგან ეს ორი ჩემპიონატი ერთმანეთისგან განსხვავდება. იგი ფიზიკურად ძლიერია და თავდაჯერებული, ეს მისასალმებელია. მან ძალიან კარგი მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა, ჩვენ (ჰოლანდიის ნაკრების) წინააღმდეგ მან საუცხოოდ ითამაშა, მან რამდენიმე თერთმეტმეტრიანის მოგერიება მოახერხა."
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
27 ივლისი 2015 16:18
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ნუ თუ ამით უფრო უბიძგებს დე ხეას წასვლისკენ derpneutral
0
№2
ავტორი: GeorgeBest
27 ივლისი 2015 16:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლინდეგაარდი გაუშვან, ან თვითონ რაღას რჩება ეკაიფებიან მაგ კაცს derpwhy სათადარიგო მეკარედ მშვენიერი ვარიანტია მარა არამგონია გუნდს მეკარე აკლდეს
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 ივლისი 2015 18:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ესიგი ამას დე ხეას შემცვლელად განიხილავს??? crying
0
№4
ავტორი: Count Alucard
27 ივლისი 2015 18:34
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
რას ერჩიან ლინდეგაარდს ვერაფრით გავიგე... ჯონსტონიც გვყავს ახალგაზრდა და კიდე ერთი 19 წლის სერბი სახელი დამავიწყდა.
0
№5
ავტორი: PaLoMo
28 ივლისი 2015 00:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
Nu cudi mekare araa .mara degea chortiusnaet ras izavs .uecrad ro daartyas da gadavides tran.fanjris miwuryls mere ra unda vqnaat?ase rom me momwons es qmexwbaa ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: red devil
28 ივლისი 2015 07:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
დეხეა მიდის
0
№7
ავტორი: Mufc7
28 ივლისი 2015 10:46
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
წასულიყო თუ მიდიოდა ეს დე ხეაც კიდე რა!! თუ რჩება კიდე მოაგვაროს ეგ საქმე და დამთავრდეს მაგაზე ლაპარაკი!! rage ამდენი ხანია გაურკვევლობაშია ხელმძღვანელობა და არი იციან , რა მოხდება დე ხეას გარშემო rage
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: temo manred
28 ივლისი 2015 12:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 67
EXA VALDESI GAATRIET TU GINDA DEGEAC MIAYOLET ROMERO IYOS
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top