"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა, ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ დაადასტურა, რომ არგენტინელი მცველი მალე შეუერთდება "ვალენსიას", რომელიც წინასასეზონო მომზადებას გერმანიაში გადის.
"პსვ"-თან ამხანაგური მატჩის შემდგომ, რომელიც ესპანურმა კლუბმა მოიგო, ნუნუმ განაცხადა:"ოტამენდი კვირას ჩამოფრინდება და გუნდთან ერთად ივარჯიშებს. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ადრე. მე ჩემს მოთამაშეებს დაველაპარაკები."
ესპანური კლუბი არ აპირებს ფეხბურთელის ფასის დაკლებას, რომელიც 50 მილიონ ევროს შეადგენს. ეს ფასი კი ბევრ კლუბს "აფრთხობს".