"ბარსელონასთან" მატჩის შემდგომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, ჯესი ლინგარდმა და ადნან იანუზაიმ, კომენტარი გააკეთეს საკუთარ გოლებსა და მთლიანად მატჩზე.
ჯესი ლინგარდმა, რომელმაც თავი მეორე ტაიმში გამოიჩინა ტაილერ ბლეკეტის გადაცემით, MUTV-თან განაცხადა:"რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია. ჩვენ გვქონდა დავალება, რომელიც კარგად შევასრულეთ.
ანდრეს პერეირამ შესანიშნავად დააღწია თავი "ბარსელონას" ცენტრალურ ნახევარმცველებს. ბურთი გადააწოდა უილსონს, უილიმ კი ბურთი ბლეკეტს გადააწოდა, რომელმაც საჯარიმოში ძლიერი პასი გააკეთა. საბედნიეროდ, ბურთთან პირველი აღმოვჩნდი და ის კარისკენ გადავგზავნე. გოლების გატანა ძალიან მიყვარს, რამდენიმე გოლი "დერბიშიც" გავიტანე არენდის დროს და ახლაც ბედნიერი ვარ ჩემი გოლით."
ასევე კომენტარი გააკეთა იანუზაიმაც, რომელმაც საბოლოო წერტილი დასვა მატჩში:"მიხარია, რომ გავიტანე, რადგან დიდი ხანია ეს არ გამიკეთებია. მესმის, რომ ეს ამხანაგური მატჩია, მაგრამ "ბარსელონასთან"?! მათ ხომ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, ამიტომ ეს ჩვეულებრივი ამხანაგური მატჩი არ იყო. ვფიქრობ, ყველამ კარგად შეასრულა სამუშაო და გამარჯვებაც დავიმსახურეთ. ასეთი გამარჯვებები თავდაჯერებულობას გვმატებს, მაგრამ წინ უფრო მნიშვნელოვანი მატჩი გველის ინგლისის პრემიერ-ლიგაში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ.
მომწონს ფორვარდის როლის მორგება. ეს ახალი პოზიციაა ჩემთვის, მაგრამ კმაყოფილი ვარ რადგან, უფრო მაახლოვებს მოწინააღმდეგის კართან. იმედი მაქვს, კიდევ მრავალ გოლს გავიტან."