ლუის ენრიკე თვლის, რომ მის ყოფილ მწვრთნელს შეუძლია "იუნაიტედთან" ერთად ტრებლი მოიგოს.
მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ესპანელმა განაცხადა:"ისეთი მწვრთნელის გათვალისწინებით, როგორიც ვან გაალია და ისეთი ფეხბურთელების, როგორიც მის განკარგულებაშია, "იუნაიტედს" შესწევს ძალა, ყველა ტიტულისთვის იბრძოლოს. ერთ წელიწადში შეიძლება, ბევრი რამ მოხდეს. ჩვენ რთული სეზონის შემდეგ ძალა მოვიკრიბეთ და ტრებლი მოვიგეთ. "წითლებსაც" შეუძლიათ იგივეს გაკეთება, რადგან ეს დიდი კლუბია."
"საწყენია, რომ მინდორი ასეთი მშრალი იყო. ამან ორივე კლუბს შეუშალა ხელი. სამჯერ ძელს გავარტყით ბურთი, ხდება ხოლმე. დღეს რეალიზაციის მხრივ მოვიკოჭლებდით. ბევრი შანსი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ."