ანხელ დი მარია და მარკოს როხო არ დაბრუნებულან კლუბში, წინასასეზონო შეკრებაზე, იტყობინება "SkySport"
ანხელი "იუნაიტედში" წინასასეზონო ტურნეზე შაბათს უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ მისი თვითმფრინავი ამერიკაში არ ჩაფრენილა. ეს ყოველივე კი ამწვავებს ჭორებს, რომლის მიხედვითაც დი მარია დატოვებს "იუნაიტედს" და ფრანგულ "პსჟს" შეუერთდება.
დასმულ კითხვაზე, დაბრუნდა თუ არა დი მარია "იუნაიტედში, ვან გაალმა ასეთი პასუხი გასცა: "არა. გავიგე, რომ მისი თვითმფრინავი ამერიკაში არ დაშვებულა. მე მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია."
დი მარიას გარდა, "იუნაიტედს" ვერ შეუერთდა მისი თანამემამულე მარკოს როხო, რომელსაც დოკუმენტების პრობლემა შეექმნა. აქედან გამომდინარე, ერთადერთი სამხრეთ ამერიკელი მოთამაშე, რომელიც კლუბს შეუერთდა, ხავიერ ერნანდესია.
"დი მარიას მსგავსად კლუბში მარკოს როხოც ვერ დაბრუნდა, რომელსაც პრობლემა დოკუმენტებთან შეექმნა. ეს არის ის რაც ვიცი, გარდა ამისა, ჩემთვის უცნობია მიზეზი, თუ რატომ არ დაბრუნდა დი მარია. კლუბს მხოლოდ ჩიჩარიტო შემოუერთდა." - განაცხადა ვან გაალმა.