დღეს, მანჩესტერ იუნაიტედმა" წინასასეზონო ტურნეზე რიგით მესამე შეხვედრა ჩაატარა ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ "ბარსელონასთან", რომელიც 1-3 დაამარცხა. მე-8 წუთზე, იანგის ჩაწოდების შემდეგ უეინ რუნიმ თავური დარტყმით წინ გაიყვანა საკუთარი გუნდი. რამდენიმე სახიფათო მომენტის მიუხედავად პირველ ტაიმი "იუნაიტედის" გამარჯვებით, 0-1 დასრულდა.
65-ე წუთზე ინგლისელებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს. ბლეკეტის გადაცემით თავი ჯესი ლინგარდმა გამოიჩინა. "ბარსელონამ" თავისი გოლი 90-ე წუთზე გაიტანა, რომელსაც ზუსტად 1 წუთში იანუზაიმ უპასუხა და მატჩის საბოლოო ანგარიში, 1-3 დააფიქსირა.
მომვედნო შეხვედრას "იუნაიტედი" 30 ივლისს "პსჟს" წინააღმდეგ გამართავს.