თბილისი:
მანჩესტერი:
25-07-2015, 19:13
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3049,
კომენტარები: 12
ერერა - "იუნაიტედის" ახალი ლიდერი?!
ლუი ვან გაალმა გუნდი ანდერ ერერას გარშემო უნდა ააწყოს.
ერერა -
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპს გადის, გუნდმა ტურნე ხალისიანად დაიწყო, მოიგო რა ორივე მატჩი, ზედმეტი სირთულეების გარეშე. ვან გაალსაც, რომელიც გასულ სეზონში თითქმის მთელი წელი ექსპერიმენტებს მიმართავდა, მიეცა შანსი, ახალი იდეები მოესინჯა.

საკმაოდ უცნაური თერთმეტეულები მივიღეთ: დეპაი და რუნი წინ, მატა-იანგი ფლანგებზე, ხოლო მორგან შნეიდერლინისა და მაიკლ კერიკის დუეტი ცენტრში. ამასთან, ვერ ამოვიკითხავდით ერერას გვარს, რომელზეც უარის თქმას ლუი ვან გაალი უბრალოდ ვერ შეძლებს. ეს სქემა 4-4-2-დან 4-2-3-1 ადვილად ტრანსფორმირდება, თუმცა გასულ სეზონში გოლების მხრივ "იუნაიტედი" ნამდვილად მოიკოჭლებდა. უეინ რუნიმ, რომელიც ყოველთვის საყვარელ პოზიციაზე არ თამაშობდა, მხოლოდ 14 გოლის გატანა მოახერხა, ფალკაომ კი- უშედეგო მატჩების კოლექცია შეაგროვა.

უეინ რუნის ნახევარდაცვაში გადანაცვლებამ რამდენიმე მოთამაშე "შეიწირა", ყველაზე მეტად კი ანდერ ერერა დაზარალდა, რომელიც თითქმის 4 თვის მანძილზე სათადარიგოთა სკამს იყო მიჯაჭვული. სეზონის მიწურულს, ვან გაალი როგორც იქნა მიხვდა, რომ ერერა იყო ის, ვინც ასე ძალიან აკლდა მის გუნდს.

ესპანელმა დაამტკიცა, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდებოდა. სწორედ მისი ძირითადში გამოჩენიდან დაიწყო "იუნაიტედის" საგაზაფხულო მოგებათა სერია. ერერა უბრალოდ ბრწყინავდა "ენფილდზე" - იგი დომინირებდა როგორც ფიზიკურ ორთაბრძოლებში, ისე ტექნიკურ ასპექტებში. ასეთი რამ პირველად მოხდა მას შემდეგ, რაც როი კინმა კარიერა დაასრულა. ბასკი საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო მანჩესტერულ დერბიშიც. საბოლოოდ კი მას 22 ჩატარებული შეხვედრა და 8 გოლი მოუგროვდა.

მინდა გითხრათ, რომ 25 წლის ნახევარმცველის არყოფნა ძირითად შემადგენლობაში, "კლაბ ამერიკასთან" და "ეართქუიქთან" მატჩებში, დარდის საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ვან გაალს გადაწყვეტილი ჰქონდა 2 განსხვავებული თერთმეტეული მოესინჯა, ასევე ბევრია დამოკიდებული ფეხბურთელების სათამაშო ფორმაზეც.

ერერა - "იუნაიტედის" ახალი ლიდერი?!


ერერა არ არის სწორხაზოვანი ფეხბურთელია, ამიტომ თუკი ვან გაალი გადაწყვეტს 4-2-3-1 სისტემით ითამაშოს, ანდერისთვის იოლი არ იქნება ძირითადში მოხვედრა. ტურნეს ფარგლებში ლუიმ ბასკი ბასტიანთან ერთად გაამწესა მოედნის ცენტრში: გერმანელის დისციპლინირებულობა ერერას აძლევდა საშუალებას, ხშირად წასულიყო წინ- სწორედ ეს არის ესპანელის მთავარი პლიუსი.

ეს ნათლად გამოჩნდა აპრილში, "ჩელსისთან" მატჩში. მაიკლ კერიკის ტრავმამ ვან გაალი აიძულა , ჩამშლელ ნახევარმცველად სწორედ ანდერი დაეყენებინა, სწორედ მის შეცდომას და არასწორად შერჩეულ პოზიციას მოჰყვა ედენ აზარის გამარჯვების მომტანი გოლი.

ერერა - "იუნაიტედის" ახალი ლიდერი?!


ერერა თავს არაკომფორტულად გრძნობდა ხსენებულ პოზიციაზე, მისთვის მიუღებელი იყო შემტევთა უკან დგომა და მხოლოდ ფლანგებისკენ პასების განაწილება. ინტუიცია მას კარნახობდა: წადი წინ, პასი ფორვარდებს გაუკეთე. სწორედ შეუსაბამო პოზიცია და არასათანადო გამოცდილება გახდა მიზეზი "ვესტ ბრომთან" მარცხისა.

ახლა ვან გაალის განკარგულებაში 3 ძალიან კარგი, დაცვაზე ორიენტირებული ცენტრალური ნახევარმცველია: კერიკი, შვაინშტაიგერი და შნეიდერლინი. სწორედ ამ ტრიოდან რომელიმე ორი ითამაშებს მომავალ სეზონში მატჩების უმრავლესობას. მათგან ყველაზე შემტევი, ალბათ, მაინც გერმანელია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მორგანმა უკვე მოახერხა სადებიუტო გოლის გატანა.

ერერა - "იუნაიტედის" ახალი ლიდერი?!


ძალიან ბევრი საუბრობს იმის შესახებ, თუ ვინ იქნება "იუნაიტედის" ძირითადი ცენტრალური ნახევარმცველ(ებ)ი, მომავალ სეზონში და უმრავლესობის აზრით, შნეიდერლინ-შვაინტაიგერის დუეტი გაამაგრებს მოედნის ცენტრს, ხოლო მათ წინ მატა იმოქმედებს. საინტერესოა ისიც, რომ ბევრს დი მარია ურჩევნია ერერას, როგორც გამთამაშებელი.

"იუნაიტედის" გულშემატკივრებში ახლა ოპტიმიზმი სუფევს, მათ სჯერათ, რომ შვაინშტაიგერისა და შნეიდერლინის მოსვლით მოედნის ცენტრში ყველანაირი პრობლემა აღმოიფხვრა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ანდერ ერერა, რომელმაც სტივენ ჯერარდს აჩვენა, რომ "ეშმაკებს" ისევ შეუძლიათ "ენფილდზე" გალაღება, სწორედ ბასკმა "გადაურბინა" იაია ტურესა და მის კოლეგებს.

გაზაფხულზე, ბრწყინვალე გამარჯვებათა სერიის დროს, ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე ლუი ვან გაალმა მოიწონა მატა-ერერა-ვალენსიას ტელეპატიური და შეთანხმებული მოქმედება:

"თუ ჩვენ კარგად თამაში გვსურს, შეთანხმებულად უნდა ვიმოქმედოთ, ისე როგორც ამას ხუანის, ანდერისა და ანტონიოს ტრიო აკეთებს. მატა ცრუ ვინგერის პოზიციაზე თამაშობს, მას ერერა და ვალენსია ეხმარებიან, რაც შეტევის განვითარების რამდენიმე ვარიანტს აძლევს."

ესპანური დუეტის ხელახლა შექმნამ, როგორც გუნდზე, ისე თავად მოთამაშეებზე, დადებითი გავლენა მოახდინა. წყვილმა ბოლო 10 შეხვედრაში ჯამში 7 გოლის გატანა მოახერხა.

ერერა - "იუნაიტედის" ახალი ლიდერი?!


ერერას შენარჩუნება საჭირო და აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ კლუბში შევსებაა ბასტიანისა და მორგანის სახით. ამ ტრიოს შეუძლია ნებისმიერი მოწინააღმდეგის განეიტრალება. ორი მძლავრი თანაგუნდელის დახმარებით კი ბასკს ექნება საშუალება, შეტევაზე უფრო მეტად იფიქროს და თავისი ჭკვიანური პასებით მოამარაგოს ცენტრალური თავდამსხმელი.

ფელაინის 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს, დი მარიას საკითხი კითხვისნიშნის ქვეშაა, ეს კიდევ უფრო ზრდის ერერას შანსებს, თუმცა არც ხსენებული პრობლემების არ არსებობა ტოვებს ესპანელს სუსტ რგოლად.

და ბოლოს, ვან გაალმა ანდერ ერერას გარშემო უნდა ააწყოს გუნდი, თუკი წარმატების მიღწევა სურს.
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Count Alucard
25 ივლისი 2015 19:33
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
არამგონია 1 კაცის გარშემო აეწყოს გუნდი, კერიკის გარშემო, რომ იყო აწყობილი მაგიტომაც გაუჭირდათ ასე ძალიან, როდესაც მაიკლმა ტრავმა მიიღო.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
25 ივლისი 2015 19:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რუნის ისევ უკან დაწევა კიდევ უფრო მეტს შეიწირავს და იქ უნდა იდგეს სადაც ეხლაა. ერერამ დაიმსახურა ძირითადი შარშან მაგრამ ეგ ყველაფერი გასულ სეზონში დარჩა, წელს სხვა იქნება. დიდი ბრძოლა მოუწევს ყველას ადგილისთვის და ეგ ძალიან მაგარია

შნეიდერლინი-ბასტიანის წინ მატამ(ერერამ) უნდა იმოქმედონ, ზოგჯერ ერერას უკან დაწევაც შეიძლება ბასტიანის ან მორგანის მაგივრად. მოკლედ ბევრი ვარიანტი აქვს და დიდი იმედი მაქვს ყველას თანაბრად მიეცემა შანსი, თან შვაინშტაიგერის ასაკსაც თუ გავითვალისწინებთ ეგრე იქნება დიდი ალბათობით
0
№3
ავტორი: Lee Sharpe
25 ივლისი 2015 19:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ჩვენი მაესტროა ეს კაცი smoke
0
№4
ავტორი: Go Home LVG
25 ივლისი 2015 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
საინტერესო სტატიაა winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ყველაფერს ფულით ვერ იყიდი, სხვა დანარჩენისთვის ედ ვუდვორდია საჭირო
№5
ავტორი: A.HERRERA
25 ივლისი 2015 21:56
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
მე ვფიქრობ, რომ ერერას ამოგდება ძირითადიდან სისულელე იქნება. ყველამ ვნახეთ გასულ სეზონში რა ძალაც იყო გუნდისთვის და არამგონია წელს ამოაგდოს ვან გაალმა მიუხედავად ნახევარმცველების სიმრავლისა. დე ხეას შემდეგ საუკეთესოს წოდებას ალბათ ერერა იმსახურებდა.
0
№6
ავტორი: Wardell
25 ივლისი 2015 22:03
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
გაესული სეზონი წარსულში კი დარჩა, მაგრამ იმის დავიწყება რაც ერერამ გააკეთა არ შეიძლება. ანდერი არის მოთამაშე რომელსაც გაუჩერებლად შეუძლია დაცვიდან-შეტევაში და პირიქით, სირბილი. აქვს ძალიან მაგარი პასი, ხედვა და ტექნიკა, თითქოს უმარტივესი მოძრაობებით შარშან ფერნანდინიო-ტურე ცენზურათ ასრიალა. თან კორპუსს იყენებს სასწაულად.
0
№7
ავტორი: gia
25 ივლისი 2015 22:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ანდრე ერერა მარტლა აგარი იგროკია სიმონ
ახალი ვარ საიტზე და ყველას მოგესალმებით მანჩესტერის ფანებს გენაცვალეთ love
0
№8
ავტორი: Wardell
25 ივლისი 2015 22:18
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
gia,
ჩვენც მოგესალმებით, კეთილი იყოს შენი ფეხი.
0
№9
ავტორი: Paul Merson
25 ივლისი 2015 22:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ადმინ ეს კომენტარის შეცვლა და მერე ბანი კაი პონტია ? areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ნუ დამადებთ ბანს მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა გუნდის ფანი ვარ !!!
№10
ავტორი: Best 7
25 ივლისი 2015 22:39
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Naxevardacvas eshvela raa sqoulzi ro wavida imis mere egeti kargi naxevardacva ar gvyplia
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top