"ბარსელონას" პრეზიდენტი, ხოსე მარია ბართომეუ მიიჩნევს, რომ ლუი ვან გაალს "ეშმაკებისთვის" ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვება შეუძლია.
ბართომეუმ, რომელიც შაბათს კატალონიური კლუბის არჩევნებზე პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს, აღიარა, რომ "იუნაიტედი" იმ მცირე ჯგუფს შორის ერთ-ერთია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. მისი აზრით, ვან გაალი ამ დავალებას თავისუფლად შეასრულებს.
"ჩვენ ვიცით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია. ისინი ყოველთვის წარმატებულები იყვნენ და მომავალშიც ასე იქნებიან, რადგან ახლა ძალიან დიდ პროექტს აშენებენ. თქვენ ძალიან კარგად იცით ლუი ვან გაალის ხასიათი.
ლუი ჩვენი კლუბის მწვრთნელიც იყო და ძალიან კარგად ვიცით, თუ როგორი ძლიერი, ინტელიგენტი და ჭკვიანია. მან ძალიან კარგად იცის, თუ როგორ მიაღწიოს თავისი ფეხბურთელებისგან საუკეთესოს. დარწმუნებული ვარ, ამ სეზონში "იუნატედი" ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო იქნება."-განაცხადა ესპანელმა