როგორც მოგეხსენებათ, ნიკოლას ოტამენდიმ უკვე განუცხადა "ვალენსიას" ხელმძღვანელობას, რომ მას არ სურს კლუბში დარჩენა და მზად არის ახალი გამოწვევისთვის.
ნიკოლასის სახელს აქტიურად უკავშირებენ "მანჩესტერ იუნაიტედსა" და მადრიდის "რეალს", ამ უკანასკნელის მთავარი მწვრთნელი, რაფა ბენიტესი არგენტინელ მცველს სერხიო რამოსის ალტერნატიულ შემცვლელად მოიაზრებს, რამეთუ შესაძლოა, "რეალის" კაპიტანი "იუნაიტედში" აღმოჩნდეს.
თუმცა, "ვალენსიას" ახალგაზრდა თავდამსხმელი, პაკო ალკასერი თავის თანაგუნდელს "მესტალიაზე" დარჩენისკენ მოუწოდებს, რათა დაეხმაროს კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე დასაბრუნებლად, სადაც "ღამურებს" 2012 წლის შემდეგ არ უასპარეზიათ.
"ნიკო ნამდვილი ლიდერი და ფანტასტიური ფეხბურთელია. ბედნიერი ვიქნები, თუ ის ჩვენთან დარჩება. ოტამენდი, შკოდრან მუსტაფი, ლუკას ორბანი და რუბენ ვეზო კლუბისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან და თუ ისინი მოედანზე იქნებიან, ჩვენ უკეთ ვითამაშებთ."