"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა, უეინ რუნიმ აღიარა, რომ პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ, მას სურს საფეხბურთო სამყაროში დარჩენა მწვრთნელის რანგში.
ცოტა ხნის წინ, უეინის თვალწინ საფეხბურთო კარიერა დაასრულა და სამწვრთნელო საქმიანობას მიჰყო ხელი "იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცვლმა რაიან გიგზმა, რომელიც ამჟამად ლუი ვან გაალის თანაშემწეა.
რუნის თქმით, რომელსაც ოქტომბერში 30 წელი შეუსრულდება, უკვე ფიქრობს მის მომავალზე და საფეხბურთო კარიერის დასრულებისას სურს, რომ რაიან გიგზის გზას გაჰყვეს.
"როგორც ფეხბურთელი, ყოველთვის ცდილობ შეისწავლო ზოგიერთი დეტალი მოედანზე. ასაკის მატებასთან ერთად, თქვენ უფრო მეტს ფიქრობთ, თუ როგორ ითამაშებს მოწინააღმდეგე და შესაბამის წინააღმდეგობას უწევ მათ. ახლა მე სხვაგვარად ვუყურებ ფეხბურთს და იმედი მაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მწვრთნელი გავხდები." - განაცხადა უეინ რუნიმ ESPN-თან ინტერვიუში.