მადრიდის "რეალის" ახალმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა, სერხიო რამოსისა და დავიდ დე ხეას სიტუაციის შესახებ ისაუბრა.
"მე დავიდის შესახებ არაფერი ვიცი, რადგან ის ესპანეთში არ არის. ჩვეულებრივ, ვან გაალს ყოველდღე არ ვუკავშირდები. თუმცა ,რაც მთავარია, ყოველ თამაშზე გუნდის კარს კიპერი იცავს და ამით კმაყოფილი ვარ."
ასევე ესპანელმა სპეციალისტმა სერხიო რამოსის "იუნაიტედში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა:
"კლუბში მოსვლისთანავე იკერ კასილასსა და რამოსს ვესაუბრე. მათი სიტუაცია ადრეც ვიცოდი და მათაც ესმოდათ ჩემი აზრი. სერხიომ პირველივე დღესვე იცოდა, რომ ის უნდა დარჩენილიყო და დარწმუნებული ვარ, ის ამას გააკეთებს."-განაცხადა ბენიტესმა