"იუნაიტედის" ახალგაზრდა ტალანტმა, ჯესი ლინგარდმა, მისი შესაძლო წასვლის შესახებ ყველა ჭორი უარყო და განაცხადა, რომ ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ბრძოლისთვის მზად არის.
22 წლის ინგლისელი იჯარით უკვე თამაშობდა "ლესტერში", "ბირმნინგემში", "ბრაიტონსა" და "დერბიში". მიუხედავად ამისა, იგი გუნდს ტურნეზე კვლავ გაჰყვა და განაცხადა, რომ "იუნაიტედის" მაისურით თამაში ძალიან სურდა. "მენეჯერს ჩემი მომავლის შესახებ არაფერი უთქვამს. მსურს, პირველი ორი თვის განმავლობაში გუნდში დავრჩე და ვნახო მოვლენების განვითარება. რა თქმა უნდა, კლუბში დარჩენა მთელი სეზონი მინდა. ეს ჩემი კლუბია და მისთვის თამაში ძალიან მსურს.
ვან გაალმა მე ამჯერად მარჯვენა ფლანგზე მათამაშა და ამიხსნა, თუ რატომ სჭირდებოდა ერთ პოზიციაზე ორი მოთამაშე. ეს ტურნე მართლაც ძალიან კარგია. გასული სეზონი იჯარით გავატარე და კარგია, რომ ყველას ვიცნობ,"-განაცხადა ჯესიმ