"მანჩესტერ იუნაიტედს" ეშლი იანგისთვის ჯერჯერობით ახალი კონტრაქტი არ შემოუთავაზებია. ინგლისელს მიმდინარე კონტრაქტი 1 წელზე ნაკლებ ვადაში იწურება. სმოლინგმა და ფილ ჯონსმა ახალი ხელშეკრულება უკვე გააფორმეს, ეშლის ბედი კი გაურკვეველია.
"ბევრს ეგონა, რომ ახალ კონტრაქტს მალე გავაფორმებდი, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ. ყველაფერი კლუბის ხელშია, ვნახოთ რა მოხდება. ახლა მოედანზე ხშირად გამოსვლა მსურს და ჯერჯერობით წინასასეზონო ტურნეზე ასპარეზობით ვსარგებლობ. მე ახლა მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვარ და ამიტომ შევეცდები, აქ დიდხანს დავრჩე.
კლუბთან მხოლოდ წინასწარი მოლაპარაკებები მქონდა, რადგან მე მოედანზე გამოვდიოდი ამ საქმეებს კი აგენტს ვუტოვებდი.
ახლა სხვა პოზიციებზე თამაშიც უნდა ვისწავლო. გასულ სეზონში ვინგბექად ვთამაშობდი, ამ როლს კი აუცილებლად გამოვიყენებ. წინა წელს მარცხენა მცველის პოზიციაც კი ავითვისე, ეს ჩემთვის ახალია, თუმცა ამას ადვილად გავუმკლავდები. მე ჭკვიანი ფეხბრუთელი ვარ, კარგი საფეხბრუთო ტვინით კი თამაშის სწრაფად წაკითხვა შემიძლია და რა დავალებასაც მენეჯერი მაძლევს, მას დაუყოვნებლივ ვასრულებ,"-განაცხადა ეშლიმ