"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულ მეკარეს, ჰარი გრეგს სიცოცხლეშივე, ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ კორლეინში, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს ძეგლს დაუდგამენ.
მიუნხენის კატასტროფის გმირის ძეგლი ნატურალური ზომის იქნება და მას ქალაქის ცენტრში დადგამენ. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე იქნა მიღებული. ძეგლის აშენებს ბრძანება კი სპეციალურად მოწყობილ აღმასრულებელ კომიტეტზე გაიცა.
მოგეხსენებათ, 1958 წელს მომხდარი ავიაკატასტროფის დროს, გრეგმა სიცოცხლეს რამდენიმე მგზავრი და გუნდის წევრები, მათ შორის: ბობი ჩარლტონი, დენის ვაიოლეტი და ჯეკი ბლანჩფლაუერი გადაარჩინა. გადარჩენილებს შორის ასევე იყო იუგოსლავიის დიპლომატის ფეხმძიმე მეუღლე, ვერა ლუკიჩი და მისი ქალიშვილი. გრეგი სწორედ ის ფეხბრუთელი იყო, რომელზეც ტრაგედიის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი გუნდი აშენდა. "ეშმაკების" მაისურით მან სულ 210 შეხვედრა ჩაატარა.