"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ აღიარა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პედრო როდრიგესი კატალონიის დატოვებას გადაწყვეტს, ის ესპანელი ფეხბურთელის შეჩერებას ვერ შეძლებს.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ბრიტანულ და ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 27 წლის ესპანელი, დიდი ალბათობით, კარიერას "ოლდ ტრაფორდზე" გააგრძელებს. როდრიგესის შეძენით "ჩელსიც" ინტერესდებოდა, თუმცა გასულ კვირას ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ "არისტოკრატები" ესპანელის შეძენას არ აპირებდნენ და ამ ბრძოლაში ფავორიტები ახლა უკვე "ეშმაკები" იყვნენ. ცნობილია, რომ ფეხბრუთელის კონტრაქტში მისი გამოსასყიდი თანხის ოდენობა 22 მლნ. ფუნტს შეადგენს.
პედროს შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე კი, კატალონიელთა მთავარამ მწვრთნელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"პედრო? თუ მას გუნდის დატოვება სურს, დაინტერესებულმა კლუბმა მხოლოდ უნდა გადაიხადოს ტრანსფერის ღირებულება. მე მასთან არსებული ვითარების შესახებ უკვე ვისაუბრე. ვუთხარი, თუ რას ვფიქრობდი, მან კი მიპასუხა, თუმცა დეტალებზე თქვენთან განხილვას არ ვაპირებ,"
პედროს მდგომარეობაზე მისმა თანაგუნდელმა სერხიო ბუსკეცმაც ისაუბრა და აღიარა, რომ ესპანელს მეტი სათამაშო დრო სურს:
"დიახ, ამ თემაზე ჩვენ ვისაუბრეთ, თუმცა ამის გახმაურებას არ ვაპირებ. ეს პირადი დიალოგი იყო. მინდა, რომ ის დარჩეს. ის ჩემი მეგობარია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მასზეა. მისი სურვილია ის, რომ ჩვენ ერთად ვითამაშოთ, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში იგი იშვიათად ხვდება.
"მანჩესტერ იუნაიტედი"- დიდი კლუბია. მათ გასულ სეზონში ახალი გუნდის შენება დაიწყეს. მათ ახალი მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავთ, ასე რომ, მათ გარკვეული დრო დასჭირდებათ, თუმცა ამჟამად ისინი ნებისმიერი დიდი კლუბისთვის კონკურენციის გაწევას შეძლებენ. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგში.
მათ კარგი ახალწვეულები ჰყავთ, რომელთა დახმარებით ჩემპიონთა ლიგის მოგებას თავისუფლად შეძლებენ. "იუნაიტედის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე ცოტას ვღელავ. "ოლდ ტრაფორდი" მხოლოდ ტელევიზორში მინახავს და იქ თამაში ძალიან მსურს,"-განაცხადა ბუსკეცმა