თბილისი:
მანჩესტერი:
23-07-2015, 14:36
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1606,
კომენტარები: 9
ჯონსტონი: "პრესტონში" გადასვლა არ მსურს"
ჯონსტონი საკუთარ მომავალზე საუბრობს
ჯონსტონი:
"იუნაიტედის" ახალგაზრდა კიპერს, სემ ჯონსტონს იმედი აქვს, რომ ლუი ვან გაალის გუნდში ადგილს მიიღებს.

22 წლის მეკარე გასულ წელს "პრესტონში" შესანიშნავად ასპარეზობდა და ჩემპიონატის პლეი-ოფის ეტაპიდან გასვლაში დიდი როლი ითამაშა. ცოტა ხნის წინ კი, მათმა მთავარმა მწვრთნელმა, საიმონ გრეისონმა განაცხადა, რომ სემი სათადარიგოთა სკამზე ჯდომას არ იმსახურებს და მის გადაწყვეტილებას დაელოდება.

"თუ "პრესტონში" დავბრუნდი, მინდა, რომ ეს იჯარით იყოს. თუმცა, თავდაპირველად მინდა ვნახო, თუ რა მოხდება აქ, "მანჩესტერ იუნაიტედში". ჩვენი მწვრთნელი ახალგაზრდებს შანსს ძალიან ხშირად აძლევს.

"იუნაიტედში" 10 წელზე მეტია ვარ. ამიტომ შევაფასებ სიტუაციას, გავესაუბრები ხალხს და გავიგებ, თუ რა უნდათ ჩემგან აქ. თუ მეტყვიან, რომ სხვაგან უნდა წავიდე ,ასეც მოვიქცევი, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ მოხდება. ახლა კი მუშაობასა და მწვრთნელზე შთაბეჭდილების მოხდენას ვაპირებ.

მე გრეისონის ინტერვიუ ვნახე და ეს, რა თქმა უნდა, კარგია. იქ თამაში ძალიან მომწონდა. მთავარი მწვრთნელი, თანაგუნდელები, გულშემატკივრები და კიპერის მწვრთნელი- ყველანი შესანიშნავები იყვნენ. თუმცა მე არ ვაპირებ "პრესტონში" წასვლას სეზონის დასრულებამდე. ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას ერთობლივად მივიღებთ,"
-განაცხადა სამუელმა

წყარო: Manutd.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
23 ივლისი 2015 14:50
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მგონი ღირს 1 წლით გაშვება და შემდგომ დაკვირვება თუ როგორ განვითარდება. ამასობაში დე ხეას საქმეც მოგვარდება და უფრო ადვილი იქნება გადაწყვეტილების მიღება
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
23 ივლისი 2015 15:04
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე სემმა ბოლო თამაშებში. ნიჭიერი ბიჭია, თუმცა აქ მომდევნო სეზონებში სულ სკამზე ჯდომა მოუწევს ამიტომ ჯობია არენდით წავიდეს, მაგრამ ენრიკესისა არ იყოს ესეც არ დავკარგოთ ბოლოს
0
№3
ავტორი: ლადო
23 ივლისი 2015 15:10
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
დე ხეა თუ წავა, კარგი ვარიანტია ისე ესეც, ცუდი ბიჭი არაა
0
№4
ავტორი: kantona-7
23 ივლისი 2015 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
Sxvisi arvici magram me zalian momewona amis orive tamashi da tudatoveben cudi ariqneba
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№5
ავტორი: GeorgeBest
23 ივლისი 2015 16:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგი ბიჭია ეს ძაან. ამოსზე ახალაგზრდაცაა და ეს უნდა დაეტოვებინათ. ორი კარგი მეკარე ეზრდება გუნდს და რომელიმე ალბათ გაამართლებს

გაანათხოვრონ ნორმალურ გუნდში
0
№6
ავტორი: SAF
23 ივლისი 2015 17:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
არა დედიშენისამ ბარსაში გაგანათხოვრებთ fuckthatbitch
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№7
ავტორი: Best 7
23 ივლისი 2015 18:32
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
De gea tu wavida es ro davayenot karshi? Ganvitardeba perspeqtiva aqvs da
0
№8
ავტორი: Count Alucard
23 ივლისი 2015 19:45
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
AkkRed,
2 წლია არენდებში დადის კაცი და დაიღალა უკვე lol თუ ლინდეგაარდის გაშვებას აპირებენ მეორე მეკარედ დარჩება, თუ არადა ალბათ წასვლა მოუნდება და პრემიერ ლიგის რომელიმე გუნდი არ იტყვის უარს ჩვენ აღზრდილ მეკარეზე.
0
№9
ავტორი: Lee Sharpe
23 ივლისი 2015 22:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
სილესენის მოთრევას ეს დააყენო კარში ჯობია, არენდებში ამოხდა სული ამოსს და ესეც მაგის გზაზე მიდის არადა უნიჭიერესია, ნაკრებში მომავალში ინგლისს მაგარი მეკარეები ყავს ბატლენდი,ჯონსტონი,ბონდი manunited
ერთ დროს მანჩესტერი აკადემიით საზრდოობდა და გამეხარდება ამ ბიჭს შანსი თუ მიეეცემა love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top