ლუი ვან გაალმა მაიკლ კერიკი დაარწმუნა, რომ მისი მომავალი სრულიად უსაფრთხოა. გასულ სეზონში 33 წლის ნახევარმცველი "იუნაიტედის" უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო. თუმცა მაიკლს "ოლდ ტრაფორდზე" კონტრაქტის გათვალისწინებული 1 წელი დარჩა, ამას დაემატა მორგან შნეიდერლინისა და ბასტიან შვაინშტაიგერის ტრანსფერებიც.
Manchester Evening News-ის ცნობით, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა პირობა დადო, რომ კერიკს ვიცე-კაპიტნის წოდებას შეუნარჩუნებდა. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ მაიკლი 2015/16 წლების სეზონში კარგ თამაშს აჩვენებს, მას 1 წლით კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ.
უფრო მეტიც, უახლოეს მომავალში ვან გაალი კერიკისთვის სამწვრთნელო სამუშაოს შეთავაზებას აპირებს, თუმცა ამის შესახებ ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ დაწყებულა, რადგან ვან გაალი თვლის, რომ კერიკს კიდევ შეუძლია, როგორც ფეხბრუთელმა, შესძინოს რამე კლუბს.