მოგეხსენებათ, შვედეთის ნაკრების კაპიტანს კლუბების ხშირი გამოცვლა ახასიათებს, ამის გათვალისწინებით, გულშემატკივართა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ზლატანი დატოვებს პარიზულ კლუბს, სადაც უკვე სამი წელია ასპარეზობს.
ჭორების მიხედვით, 33 წლის იბრაჰიმოვიჩი არასდროს არ ითამაშებს პრემიერ ლიგაში, თუმცა შეიძლება ეს იყოს სიურპრიზი, რომელის შესახებაც, ცოტა ხნის წინ, ვან გაალმა განაცხადა.
ზოგიერთი ბუკმეიკერული ორგანიზაცია მკვეთრად ამცირებს შანსებს ზლატანის "იუნაიტედში" შესაძლო გადაბარგებასთან დაკავშირებით , თუმცა ისინი არ გამორიცხავენ, რომ შვედი საფრანგეთს დატოვებს.
როდესაც "SkyItalia"-ს ჟურნალისტმა ზლატანს ჰკითხა თავისი მომავლის შესახებ, მან ასეთი პასუხი მიიღო: "დავრჩები თუ არა პარიზში? არ ვიცი, ჩემი მომავალი მინო რაიოლას ხელთაა"