ვან გაალმა დავიდსა და სხვა ფეხბურთელებზე ისაუბრა.
ლუი ვან გაალი მიიჩნევს, რომ დავიდ დე ხეა მოედანზე გამოსვლას "ბარსელონას" წინააღმდეგ გასამართ მატჩში შეძლებს. ესპანელი კიპერის გარდა, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა იმ ფეხბურთელებზეც ისაუბრა, რომლებიც ტურნეზე არ წასულან.
დე ხეა:იმედი მაქვს, რომ იგი "ბარსელონასთან" თამაშის ჩატარებას შეძლებს, თუმცა დღევანდელ მატჩში მას ტრავმა ჰქონდა. დაზიანება ასევე ლინდეგორმაც მიიღო, მისი მდგომარეობა ძალიან რთულადაა. ვარჯიშზე დავიდს მეორე გუნდის კარში ჩადგომა ვთხოვე, რათა ჩვენს ფორვარდებს სამიზნე ჰყოლოდათ, თუმცა ტრავმის გართულების გამო, მეტი არაფრის გაკეთება არ შეიძლება. ჩვენ წინ დიდი სეზონი გველოდება. ვიმედოვნებ, დავიდი მუდმივად თამაშს შეძლებს.
დი მარია, როხო და ჩიჩარიტო:ისინი 25 ივლისს ჩამოვლენ, მაგრამ თამაშს ვერ შეძლებენ, რადგან ბასტიანის მსგავსად სიტუაცია იგივეა. ახლა მათ ბევრი უნდა ივარჯიშონ, შემდეგ კი 45 წუთი ითამაშონ. შესაძლოა, მათ ნახევარი საათი მოუწიოთ თამაში, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ისინი 3 კვირის განმავლობაში ისვენებდნენ და არ ვიცი, როგორი ფორმით დაბრუნდებიან.
"ბარსელონასთან" თამაში:ახლა მე მარუან ფელაინის გარდა გუნდის ყველა ფეხბრუთელის ნახვას შევძლებ. მე შონ გოსი თამაშის დროს არ მინახავს, ამიტომ ის "მუქი ცხენი" და რეზერვის ფეხბურთელია. მე მას შანსი მივეცი, მაშინ როცა ტრავმირებული არ გვყავდა. ყველაფერი ძალიან კარგადაა. "ბარსელონას" წინააღმდეგ მატჩში შემადგენლობას არ შევცვლი. უნდა ავირჩიო პირველი გუნდი, რომელიც 1 საათის განმავლობაში ითამაშებს.
წყარო:
Redevils.ru