მარუან ფელაინიმ შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, პრემიერ ლიგის გასული სეზონის ბოლო ტურში , "ჰალ სიტის" წინააღმდეგ მატჩის მიმდინარეობისას მიღებული წითელი ბარათის გამო, ლუი ვან გაალს ბოდიში მოუხადა.
"ვეფხვებთან" მიღებული წითელი ბარათის გამო, მოგეხსენებათ, ბელგიელი ნახევარმცველი პრემიერ ლიგის 2015/16 წლების სეზონის პირველ სამ ტურს გამოტოვებს. ამის გამო კი მან ჰოლანდიელ სპეციალისტს ბოდიში მოუხადა.
"დიახ, მე მას ბოდიში მოვუხადე, თუმცა ეს ჩემი იდეა იყო. მე მინდოდა ბოდიში მომეხადა ამ სულელური საქციელის გამო, რომელმაც გუნდი უმცირესობაში დატოვა. ვფიქრობ, მან ეს შეაფასა,"-განაცხადა ფელაინიმ Daily Mail-თან