მემფის დეპაი იმედოვნებს, რომ დღევანდელ მატჩში გატანილი გოლი იქნება პირველი იმ უამრავი გოლიდან, რომელსაც ჰოლანდიელი "იუნაიტედის" მაისურით გაიტანს.
ახალგაზრდა ტალანტი "სან ხოსესთან" მატჩის შემდეგ ნამდვილად შესანიშნავ ხასიათზე იყო და შთაბეჭდილებები MUTV-ს გაუზიარა:
"ეს დიდი გრძნობაა. მე შემტევი ნახევარმცველი ვარ, ასე რომ გოლების გატანა და შედეგიანი გადაცემის გაკეთება ჩემთვის ყოველთვის მისაღებია. ეს "იუნაიტედის" მაისურით ჩემი პირველი გოლია და ვიმედოვნებ, გატანას კიდევ გავაგრძელებ.
რა თქმა უნდა მოწინააღმდეგე მცველმა უეინის პრესინგის გამო შეცდომა დაუშვა. მე კი იმ დროს დიდ ფულს ჩამოვიდოდი იმაზე, რომ მეტოქე ბურთს დაკარგავდა და ამით ვისარგებლე. ამ კლუბში ყოფნით ნამდვილად ვსარგებლობ. "იუნაიტედში" თამაშის გამო ყოველ დღე ბედნიერი ვარ, ეს ნამდვილად ასეა. გასაოცარია, როდესაც "წითლებთან" ერთად ვიღვიძებ. ბიჭები მართლაც შესანიშნავნი არიან,"-განაცხადა დეპაიმ