ვან გაალმა კიდევ ერთხელ დააბნია გულშემატკივრები და განაცხადა, რომ დაპირებული სიურპრიზი ახალი ფორვარდის შეძენა არ არის.
გასულ კვირას ჰოლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გუნდი გულშემატკივრებს სიურპრიზს უმზადებდა. მოგვიანებით კი გაამხილა, რომ მუშაობა ფორვარდის შეძენაზე მიმდინარეობდა.
ცოტა ხნის წინ კი ავტორიტეტულმა გაზეთებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმად "წითელი ეშმაკები" "იუვენტუსის" ესპანელი ფორვარდის, ფერნანდო ლიორენტეს შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
თუმცა "სან ხოსეს" წინააღმდეგ (3:1) მატჩის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ლუიმ შემდეგი განცხადება გააკეთა:
"პრესაში წავიკითხე, რომ გულშემატკივრებისთვის დაპირებული სიურპრიზი ახალი ფორვარდის შეძენა იყო. არა, ეს ასე არ მითქვამს. სიურპრიზი სხვა რამ იქნება,"-განაცხადა ჰოლანდიელმა