თბილისი:
მანჩესტერი:
22-07-2015, 16:14
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2105,
კომენტარები: 10
იანუზაი: "ათიანის" პოზიციაზე თამაში მსურს"
იანუზაი საკუთარ ძალებში დარწმუნებულია.
იანუზაი:
ახალგაზრდა ტალანტი, ადნან იანუზაი, საკუთარ თავში დარწმუნებულია და სურს დაამტკიცოს, რომ მას 10-იანის პოზიციაზე თამაში ნამდვილად შეუძლია.

"მე მომწონს ეს პოზიცია. ბავშვობაში სულ "ათიანზე" ვთამაშობდი. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში კი ფლანგზე მომიწია თამაში. მომწონს შეტევაში თამაში, თუმცა მზად ვარ, იქ ვითამაშო, სადაც მენეჯერი მეტყვის,"-განაცხადა იანუზაიმ MUTV-სთან ინტერვიუში

ასევე ადნანმა დუბაიში მოგზაურობაზე ისაუბრა, სადაც ბელგიელი შოუსთან და "იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთ წევრთან დამატებით ვარჯიშებს ატარებდა.

"ჩვენ გადავწყვიტეთ ეს გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ გასულ წელთან შედარებით უკეთესები ვყოფილიყავით. გასულ სეზონში იშვიათად ვთამაშობდი, ახლა კი უნდა ვიყო საუკეთესო და ჩავატარო იმდენი მატჩი, რამდენიც შემიძლია.

ინდივიდუალური მწვრთნელის მოწვევა ფიზიკური ვარჯიშებისთვის საკუთარი გადაწყვეტილება იყო, რადგან გვინდოდა გვემუშავა და მომავალ სეზონში რაიმესთვის მიგვეღწია. ეს ვარჯიშები ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაში ძალიან დამეხმარა.

დუბაიში 50 გრადუსიანი სიცხე იყო, თუმცა ჩვენ ეს დაგვეხმარა. ვიყავით დაკავებულები სხვა სპორტის სახეობებითაც და მოედანზე ბურთთან ერთად ვმუშაობდით. ასეთ სიცხეში თამაში ძნელია, თუმცა ეს ჩვენ დაგვეხმარა,"


წყარო: Redevils.ru
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
22 ივლისი 2015 16:19
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
რო ქსურს ეგ კაია, მარა რო ვერ თამაშობ და თანდათან რო რეგრესი გაქ თან საგრძნობი? მაგას რა ვუყოთ?
0
№2
ავტორი: GeorgeBest
22 ივლისი 2015 16:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ანუ სკამზე გინდა ჯდომა ბრად? winked ფლანგზე იმენა მკვდარი გახდა, შარშანდელი სეზონის მერე ვაბშე ჩაიკარგა. ან როგორ მოძრაობს, ან საერთოდ თვითონ თუ იცის რას აკეთებს. ტიპს ეზარება თამაში

მოიესის სეზონის იანუზაისგან აღარაფერია დარჩენილი
0
№3
ავტორი: SAF
22 ივლისი 2015 17:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
რატომღაც მგონია რომ ამის იმედი ტყუილად გვაქვს ტიპი 2 წლის წინ ბევრად უკეთესად თამაშობდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№4
ავტორი: temo manred
22 ივლისი 2015 18:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 67
JANUZAY 7 NOMERI AEGO KAI IYO FEGBURTELS TU SATAMASHO DRO ARMISCEM RASIZAMS GAXDEBA FALCAO JANUZAIS RA SHEUDZLIA DAGANAXAT MOISIS DROS DA TALANTI ARIKARGEBA BRATCI PERIERAC GAMOICHENS 1 SEZONI TAVS DA MEORESHI MOKLAVEN C.RONALDO AMAZE UKETESI IYO PIRVEL SEZONSHI MAGRAM AR AXEXINEBDNEN DA FEXBURTELMA RO IGRDZNO RA SHEUDZLIA NAXET RAQNA JANUZAIS ARC NAKREBSHI ENDOBIAN FERGI IYOS 4-4-2 TAKTIKASHI CHASVAMDA MIUCHENDA TAVIS ADGILS DA EGAA MERE MOTIVACIA SADAA FUVH..
0
№5
ავტორი: Mufc7
22 ივლისი 2015 18:30
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
იკარგება ნელ-ნელა ეს და განვითარების მაგივრად პირიქით შვრება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
22 ივლისი 2015 19:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმ იანუზაისგან რომლისგანაც ძალიან ბევრ რამეს მოველოდით ჩრდილიც აღარაა დარჩენილი. ეტყობა ამის ნიჭი მოიესმა თან გაიყოლა wink
0
№7
ავტორი: Giorgi Kuloshvili
22 ივლისი 2015 21:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 351
ჩემი აზრით არ არი იანუზაი მანჩესტერის დონის
0
№8
ავტორი: Malboro463
22 ივლისი 2015 22:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5890
რეზერვებში თამაშით აღარ განვიტარდება ეს. პირველ გუნდში უნდა დაუთმონ დრო ან არენდით გაუშვან
0
№9
ავტორი: AkkRed
23 ივლისი 2015 10:02
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
გაუშვან რა არენდით ისეთ გუნდში სადაც რეგულარულად მოხვდება სასტარტოში და ვნახავთ რაც სურს.
0
№10
ავტორი: i am united
23 ივლისი 2015 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
Jer erti ara aris is motamashe rom sadme 10 nomeri miscen meorec aq runi batonobs
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top