თბილისი:
მანჩესტერი:
22-07-2015, 12:41
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1996,
კომენტარები: 8
ვან გაალი: "მეორე ტაიმით უკმაყოფილო ვარ"
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ გამარჯვების მიუხედავად, ის კმაყოფილი არ არის "მანჩესტერ იუნაიტედის" გამოსვლით.
ვან გაალი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ვან გაალმა, "სან ხოსე ერთქუიქთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ გამარჯვების მიუხედავად გუნდის თამაშით ნაწილობრივ უკმაყოფილოა.

კალიფორნიაში გამართულ მატჩში, "წითლები" ხუან მატამ დააწიანურა, რომელსაც მემფის დეპაის სადებიუტო გოლი მოჰყვა. სტუმართა მხრიდან გოლის გატანა ფატაი ალაშემ მოახერხა, ხოლო მეორე ტაიმში ბოლო წერტილი ანდრეას პერეირამ დასვა, რომელმაც პირველი გოლი გაიტანა პროფესიონალურ კარიერაში.

"პირველი ტაიმით კმაყოფილი ვარ" - განუცხადა ბოსმა ჟურნალისტებს. "მოთამაშეებმა ისე ითამაშეს დაცვაში, როგორც ჩვენ გვსურდა, ასევე მოახერხეს ბევრი მომენტის შექმნა - 10 მომენტის - და ორი გოლიც გაიტანეს, ამიტომ კმაყოფილი ვიყავი. შეგვეძლო, უკეთესადაც გვეთამაშა, თუმცა მაინც კმაყოფილი ვარ."

"მეორე ტაიმში კი ძალიან ცუდად ვიასპარეზეთ, ბევრჯერ ვკარგავდით ბურთს და ერთადერთი გამორჩეული მომენტი პერეირას გოლი იყო. მოწინააღმდეგეს მომენტის შექმნის საშუალებას არ ვაძლევდით, თუმცა ვერც ჩვენ ვქმნიდით შანსებს. ტაიმის განმავლობაში ყოველთვის იყო საშიშროება, რომელიც აუცილებელი არ იყო. მოედნის ცენტრში ისევე კარგად ვერ ვითამაშეთ, როგორც პირველ ნახევრში."


გასული მატჩის მსგავსად, მეორე ტაიმში მოედანზე გამოჩნდა ბასტიან შვაინშტაიგერიც. ვან გაალი უკმაყოფილი იყო გერმანელის გამოსვლითაც, თუმცა ამის მიზეზად მცირე მოსამზადებელი დრო დაასახელა.

"ისიც ცუდად გამოიყურებოდა" - განაცხადა მენეჯერმა მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე. "თუმცა მოთამაშეებმა შეიძლება ითამაშონ ცუდად, როდესაც მათ მხოლოდ სამი ან ექვსი დღე აქვთ სავარჯიშოდ და მოედანზე 45 წუთი აქვთ სათამაშოდ."

"ბევრი ფიქრობს, რომ ეს ადვილი ნაბიჯია, მაგრამ ეს ასე არ არის. პირველ მატჩში შვაინშატაიგერმა ძალიან კარგად ითამაშა დღეს კი იგივეს გაკეთება ვერ მოახერხა. ესეც რთული პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სავარჯიშოდ მხოლოდ 1 კვირა გაქვს."


წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
8 კომენტარი
№1
ავტორი: rezimankunia
22 ივლისი 2015 12:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
2e taimshi dacva imenna dirka iyo rasackviaa otamendi daidos malee
0
№2
ავტორი: Goginashvili777
22 ივლისი 2015 13:09
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
მართალია .. შეტევაში კარგად მოძრაობდნენ და სწრაფადაც გადაადგილდებოდნენ, პედიც კარგად ერთვებოდა (ერთვებოდა კი არა სულ წინ ეგდო), მაგრამ უკან მართლა უჭირდათ.. ბასტი ალაგებდა, მაგრამ მარტო რას შეძლებდა კარგი იყო ერერაც. ანდერმა თავის ადგილი იპოვნა, მაგან უნდა დაალაგოს თამაში და პასები ანაწილოს, წელს კი გოლის გატანაზე იყო ორიენტირებული. ისეთი შეტევა გვყვავს რო ერერას აღარ დაევალება თავდამსხმელების დახმარება, ნუ ძირითადად ცენტრში იდგება რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№3
ავტორი: Mufc7
22 ივლისი 2015 13:46
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მე მაგალითად პირველ თამაშს ეს მერჩივნა, რაც პრობლემებია შემდეგისთვის გამოასწორებენ, აი დაცვაში კი აუცილებლად გვჭირდება ახალი ფეხბურთელი და მიხედონ მაგ საქმეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
22 ივლისი 2015 14:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მთლიანობაში მგონი კარგი თამაში გამოვიდა. ნუ მეორე ტაიმში ბევრი ახალგაზრდა და გამოუცდელი ფეხბურთელი თამაშობდა და ამიტომაც იყო, რომ ბევრჯერ ვკარგავდით ბურთს, თუმცა პერეირას გოლი და მისი მოძრაობები ჩემი აზრით გამოსარჩევია.
0
№5
ავტორი: Malboro463
22 ივლისი 2015 14:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
ინდივიდუალიზმი აკლია გუნდს!

ის გროსი თუ ვიღაცს სადა ახლგაზრდა ნახევარმცველი რო წაიყვანა?
ან ფელაინს რატო არ აძლევს შანს
0
№6
ავტორი: AkkRed
22 ივლისი 2015 15:09
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მე მეორე ტაიმის სისწრაფე და კომინიკაბელურობა მომეწონა
0
№7
ავტორი: GeorgeBest
22 ივლისი 2015 16:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: Malboro463
ინდივიდუალიზმი აკლია გუნდს!


ეგეთი ხალხი ვინც გვყავს ყველა შეუსაბამო პოზიციაზეა. პერეირასაც შეუძლია მამენტ თავის თავზე აიღოს თამაში

სწრაფი შეტევები იყო და იმედია ესეთი ფეხბურთი დაიდება. შოუ ძაან მააგრია ფლანგიდან, სწრაფია მაგრამ საბოლოო პასი არასდროს გამოსდის. არადა კარგად ამწვავებს თამაშს. ეგ და დეპაი რომ იდგნენ ერთ ფლანგზე უკეთესი ფეხბურთი დაიდებოდა. დარმიანიც არაა ცუდი, მაგრამ მეტი გამბედაობა მართებს
0
№8
ავტორი: Malboro463
22 ივლისი 2015 19:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
ციტატა: General
ეგეთი ხალხი ვინც გვყავს ყველა შეუსაბამო პოზიციაზეა. პერეირასაც შეუძლია მამენტ თავის თავზე აიღოს თამაში

დაცვის ფლანგებიდან პასიურობენ არადა რამხელა ძალა გუნდისთვის დარმეინი უფრო ტექნიკური მეგონა მარა ჯერჯერობით არ ჩანს. თავდამსხმელი გვჭირდება ეგეთი მარტო ფლანგების იმედად რომ არ ვიყოთ. დი მარია დაბრუნდება და გამოსწორდება თამაში იმედია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top