"ლიდს იუნაიტედის" ყოფილი პრეზიდენტი ბილ ფოტერბი 20 წლის შემდეგ იხსენებს დღეს, როდესაც მოქმედმა ჩემპიონებმა მოწინააღმდეთა ბანაკში გაუშვეს ერიკ კანტონა. 20 წლის წინ ცნობილი ფრანგი გადაბარგდა მანჩესტერ იუნაიტედში. ამ ტრანსფერამდე ჰოვარდ უილკინსონს სურდა დენის ირვინის ყიდვა. ორ მხარეს შორის შედგა სატელოფონო საუბარი, რომელიც შეიძლება ლეგენდარულად ჩავთვალოთ. ამ საბედისწერო საუბარს ნათელი მოფინა ფოტერბიმ, ის გამოტყდა, რომ მას შემდეგ, რაც ტრანსფერთან დაკავშირებული საქმე მოგვარდა, "ლიდსს" შესთავაზეს ახალი ფეხბურთელის ყიდვა. "მე მშვენივრად მახსოვს ეს სატელოფონო საუბარი. ეს საუბარი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა" აცხადებს ფოტერბი, რომელიც ამჟამად კლუბის აღმასრულებელი დირექტორია. "მიშელ პლატინის რჩევით ერიკი ჩვენ მომენტალურად გავიფორმეთ, მან ჰოვარდ უილკინსონს უთხრა, რომ ყურადღება მიგვექცია ამ ფეხბურთელისთვის. პლატინმა გაგვაფრთხილა, რომ მასთან გამკლავება რთული იქნებოდა, თუმცა მას უდიდესი პოტენციალი გააჩნდა" "მე შევხვდი ფეხბურთელს და ვილაპარაკე მის აგენტთან. ცოტა ხნის მერე მას შეხვდა ჰოვარდიც. შემდეგ ჩვენ ორივე ერთად ვცდილობდით დაგვერწმუნებინა ერიკი, რომ ლიდსში გადმოსულიყო" "ჩვენ შევთანხმდით ფასზე, რომელიც დაახლოებით 500 ათას ფუნტს შეადგენდა. რა თქმა უნდა "ლიდსისთვის" ეს დიდი თანახა იყო, მაგრამ მასზე რეკომენდაცია მიშელ პლატინმა გაგვიწია და ჩვენც აუცილებლად მიგვაჩნდა მისი გუნდში დამატება. ჩვენ მზად ვიყავით ყველაფერზე წავსულიყავით, შედეგებზე კი შემდეგ გვეზრუნა. მაგრამ სირთულეები დაუყონებლივ გაჩნდა". "ლი ჩეპმენის გარდა გუნდში ფრანგული არავინ იცოდა. ჰოვარდისთვის ეს კოშმარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ტიტული მოვიგეთ, მათ შორის არ იყო არანაირი ურთიერთობა. ბოლოს კი მან მომთხოვა ერიკისთვის ახალი კლუბი მეპოვა". "ჩვენ გამოვვარდით ჩემპიონთა ლიგიდან. ერიკმა ცუდად ითამაშა, მოვიდა 500 ათასის გამოსყიდვის დრო". "ამ დროს ჩვენმა მარჯვენა მცველმა, მელ სტერლენდმა სერიოზული ტრამვა მიიღო. ჰოვარდმა მთხოვა დავკაშირებოდი მარტინ ედვარდს და ეკითხა ალექს ფერგიუსონისთვის შეეძლო თუ არა მას ჩვენთვის მოეყიდა დენის ირვინი, რომელმაც თავისი კარიერა "ლიდსში" დაიწყო. მარტინმა გვიპასუხა, რომ ჩვენ არანაირი შანსი არ გვქონდა, მაგრამ მე მაინც ვთხოვე, რომ სერ ალექსისთვის შეეტყობინა ჩვენი დაინტერესების შესახებ. ის დამპირდა, რომ ამას გააკეთებდა." "მე არ ველოდებოდი მისგან პასუხს, თუმცა მან ერთ საათში დამირეკა და შემომთავაზა სხვა ფეხბურთელი, რომლითაც ჰოვარდი არ ყოფილა დაინტერესებული" "შემდეგ ის ერიკზე დამელაპარაკა. მე ვუთხარი, რომ ეს შეუძლებელი იყო, თუმცა მან იცოდა როგორ უნდოდა ჰოვარდს მისი თავიდან მოშორება. გარდა ამისა მე გამახსენდა ის დიდი თანხა, რომელიც მასში დავხარჯეთ. სიტუაცია თავდაყირა დადგა, მარტინმა მთხოვა ეს საკითხი ჰოვარდთან ერთად განმეხილა". "ამ დღეს ჰოვარდი ლიდსში საცხოვრებელის ძიებით იყო დაკავებული. ერთადერთი ვისთანაც ამ საქმეზე ლაპარაკი შევძელი იყო მისი ასისტენტი მიკ ჰენიგანი. მე მას ვუთხარი: "ვერ ვიჯერებ. უბრალოდ წარმოიდგინე, როგორი მოულოდნელობაა! ჰოვარდი აღფრთოვანებული იქნება!". "მე რამდენიმე საათი დავიცადე, შემდეგ მარტინს დავურეკე და ვუთხარი: "რთულია ამის დაჯერება, მაგრამ ჰოვარდს მისი გაშვება უნდა". ერთადერთი პირობა იყო ის, რომ ეს საქმე დღესვე უნდა მოგვარებულიყო, ამიტომ გუნდის წარმომადგენლები რაც შეიძლება მალე უნდა შეხვედროდნენ ერიკის აგენტს". რა თქმა უნდა მანჩესტერ იუნაიტედს შეეძლო ამ ტრანსფერის განხორციელება, ფოტერბიმ განაცხადა, რომ ამ ტრანსფერში დიდი წვლილი მიუძღვის სერ ალექსს. "შეუძლებელია შეაფასო, რაოდენ საჭირო და სასარგებლო გამოდგა ერიკი მანჩესტერისთვის - აცხადებს ფოტერბი - ჩვენ შემთხვევაში საქმე სულ სხვანაირად იყო. როცა ჩვენ ვიყიდეთ გორდონ სტრაკანი, მან ჩვენ მეორე დივიზიონიდან ამოგვიყვანა. მოგვიანებით მანჩესტერ იუნაიტედიდან ჩვენთან მოვიდა ჯონი გაილსი და ყველამ ვნახეთ რამდენი რამ გააკეთა მან "ლიდსისთვის". ზოგჯერ ფეხბურთელი ხვდება გარკვეულ კლუბში და ხდება ისეთი, როგორიც სხვა კლუბში არ იყო. ერიკისთვის ესეთი გუნდი იყო "მანჩესტერ იუნაიტედი", მან ითამაშა უდიდესი როლი." "ჰოვარდ უილკინსონი იყო პერფექციონისტი. ის ფეხბურთელებისგან ითხოვდა დისციპლინას და გარკვეული მოდელით თამაშს. ერიკი მას არ შეეფერებოდა. ალექს ფერგიუსონმა მას თავისუფლება მისცა და შეიძლება მის მიმართ ისეთი მკაცრი არ იყო, როგორც ჰოვარდი. ერიკს პუბლიკაზე თამაში უყვარდა, ჰოვარდისთვის კი ეს საჭირო არ იყო. კარგია, როცა გუნდში გყავს ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია მოახდინოს პატარა სასწაული, ოღონდ არა კლუბის ხარჯზე". "დღეს იგივე ისტორია, რომ განმეორებულიყო, მე იგივეს ვიზამდი. ჰოვარდმა მთხოვა რომ ერიკისთვის ახალი გუნდი მეპოვა და მე ეს შევასრულე".