"ბაიერნის" კაპიტანი, ფილიპ ლამი, იმის გარანტიას ვერ იძლევა, რომ გერმანელი ფორვარდი, ტომაშ მიულერი, შვაინშტაიგერის ბედს არ გაიზიარებს და "მანჩესტერ იუნაიტედს" არ შეუერთდება.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გერმანიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "წითელი ეშმაკები" 25 წლის შემტევში სერიოზულ თანხას იხდიან. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილმა ჟურნალისტებმა ეს სიახლე უარყვეს, ფილიპს ასეთ განცხადებაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს.
"აქ გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. რა თქმა უნდა, იმის გარანტიას ვერ მოგცემთ რომ ტომასი გუნდში დარჩება.
მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მე არსად მივდივარ. მიხარია, რომ პრაქტიკულად მთელი კარიერის განმავლობაში სახლში ვარ. ერთ კლუბში ძალიან დიდი ხნით თამაში შესანიშნავია,"-ციტირებს ლამის სიტყვებზე Sky Sports