"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა დაადასტურა, რომ დავიდ დე ხეა და ანტონიო ვალენსია გამოტოვებენ რიგით მეორე მატჩს წინასასეზონო ტურნეზე, კლუბ "სან ხოსეს" წინააღმდეგ.
მოგეხსენებათ, დე ხეამ და ვალენსიამ მცირედი დაზიანებების გამო, გამოტოვეს პირველი წინასასეზონო მატჩი "კლაბ ამერიკის" წინააღმდეგ.
"დე ხეას და ვალენსიასაც აქვთ მცირედი დაზიანებები. ორივე მათგანი დღეს დილით კლუბის ექიმმა მოინახულა."
"დადასტურებულია, რომ სამშაბათს გასამართ შეხვედრაში ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ უნდა მოვითმინოთ." - განაცხადა ლუი ვან გაალმა "სან ხოსესთან" გასამართ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.