The Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უეინ რუნი დანკან ფერგიუსონის საპატივცემულოდ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე დათანხმდა.
"ევერტონი" ამხანაგურ მატჩში "ვილიარეალს" დაუპირისპირდება, უეინი კი ამ მატჩში "გუდისონ პარკზე" საკუთარმა ყოფილმა თანაგუნდელებმა მოიწვიეს.
"ჩემთვის, როგორც ბიჭისთვის, რომელიც ლივერპულის გარეუბანში დაიბადა, დანკან ფერგიუსონი ნამდვილი გმირი იყო. "ევერტონში" მოსვლის დროს ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ის კი შთამბეჭდავი მაგალითი იყო. როდესაც პირველ გუნდში მოვხვდი, ის მეხმარებოდა და მივლიდა.
დანკანისთვის მადლობის გადახდის საუკეთესო გზა ამ მატში მონაწილეობის მიღებაა, თამაშში, რომელიც მან სრულად დაიმსახურა. იმ შემთხვევაში, თუ ის არ დამირეკავს, მე ჩავალ და მხარს ტრიბუნებიდან დავუჭერ" - განაცხადა უეინმა
ფერგიუსონი კი, რომელიც "ევერტონის" სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, უეინის ამ საქციელით მოხარულია:
"მიხარია, რომ უეინი ჩამოსვლას დათანხმდა. მე მას პატარაობიდანვე ვიცნობდი და როგორც მისი მეგობარი მოხარული ვარ, რომ მან თავისი პოტენციალის რეალიზება შეძლო და გახდა ისეთი, როგორსაც ყველა იცნობს."