21-07-2015, 07:38
ნანახია: 1791,
კომენტარები: 8
შვაინშტაიგერი: "დებიუტი შედგა"
ბასტიან შვაინშტაიგერის ვრცელი ინტერვიუ.
მექსიკური "კლაბ ამერიკასთან" გამართული დებიუტის შემდეგ, ბასტიან შვაინშტაიგერმა კლუბის ოფიციალურ საიტს ვრცელი ინტერვიუ მისცა.
თქვენ უკვე ჩაატარეთ "იუნაიტედში" სადებიუტო მატჩი, აღგვიწერეთ როგორი გრძნობაა ეს?
მას შემდეგ, რაც ამ კლუბის მაისური მოვირგე, ყველაფერი შესანიშნავად წავიდა, ეს აბსოლუტურად ენით აღუწერელი გრძნობაა. ვფიქრობ, არცთუ ისე ცუდად ვითამაშეთ. მომდევნო დიდი მატჩის ჩატარებას, განსაკუთრებით, "ოლდ ტრაფორდზე" მოუთმენლად ველი.
შესვენების დროს, სანამ მოედანზე გამოხვიდოდით, როგორი ემოცია დაგეუფლათ?
მე აღფრთოვანებული ვიყავი და სულაც არ ვნერვიულობდი. საინტერესო იყო იმის ყურება, თუ რამდენად კარგად ჩაივლიდა ყველაფერი და შევაფასებდი ჩემს ფორმას. შედეგი კარგი გამოცდა იყო, მე ნორმაში ვიყავი, რაც კარგი ნიშანია.
თავს როგორ გრძნობდით, როდესაც მოედანზე 45 წუთი გაატარეთ? გეყოთ ენერგია?
დიახ, ვიგრძენი, რომ ტონუსში ვიყავი. ბოლო 10 წუთში სუნთქვა გამიჭირდა, მაგრამ 30-35 წუთი შესანიშნავად გავატარე.
ეს ძალიან მტკიცე მატჩი იყო, ბევრი სირთულეებით. გაქვთ იმის განცდა, რომ კლუბმა დამსახურებულად გაიმარჯვა?
დიახ, "ამერიკა" ძალიან აგრესიულად თამაშობდა და ბიჭები ბურთთან კარგად მუშაობდნენ, ასე რომ ბრძოლა მარტივი არ ყოფილა. არ ვიცი, ჰგავს თუ არა ეს პრემიერ ლიგას, ვფიქრობ არა, მაგრამ ეს თავის წარმოჩენის ნამდვილად კარგი შანსი იყო. მთელი მატჩის განმავლობაში თამაშის კონტროლი გვინდოდა, ამას კომფაქტურად ვახერხებდით და ვფიქრობ, ყველაფერი გამოგვივიდა.
მატჩის მონაწილეობა კიდევ ერთმა ახალწვეულმა მორგან შნეიდერლინმა მიიღო და პირველ ტაიმში გამარჯვების გოლის გატანაც მოახერხა. მოგეწონათ თუ არა მისი თამაში და რას ფიქრობთ მასზე?
ის ნამდვილად კარგად მუშაობდა და, რა თქმა უნდა, შესანიშნავი ფეხბურთელია. თუ დააკვრიდებით, მან გოლის გატანა სუფთად, წესების დარღვევის გარეშე და შესანიშნავი დარტყმით შეძლო. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია, კარგი ადამიანია.
დებიუტი ჰქონდა ასევე მემფის დეპაისა და მატეო დარმიანს. მოახერხეთ მათი თამაშისთვის თვალყურის დევნება?
ვფიქრობ, მათ დავალებას თავი შესანიშნავად გაართვეს. მემფისი წარმოუდგენლად ნიჭიერია, რომელიც მაღალი ხარისხის სათამაშო სტილით გამოირჩევა და მასთან ერთად თამაში მოსაწყენი სულაც არ იქნება. მატეო-ტიპური იტალიელია, რაც ძალიან მომწონს! ის ძალიან სწრაფი და ტაქტიკურია. მჯერა, რომ ეს ორი ახალგაზრდა შენაძენი "იუნაიტედს" გამოადგება.
მეორე ტაიმში ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ითამაშეთ. მოახდინეს ბიჭებმა თქვენზე შთაბეჭდილება და გსურთ თუ არა თქვენი გამოცდილება მათ გაუზიაროთ?
ახალგაზრდებთან ერთად თამაშით ძალიან ვისიამოვნე. ანდრეასი, ჯესი და ჯეიმსი ძალიან კარგი ფეხბრუთელები არიან. მთელი კარიერის მანძილზე ბევრი ახალგაზრდა ბიჭი მინახავს, მაგრამ ეს ბიჭები ყველაზე საუკეთესონი არიან. ვფიქრობ, "მანჩესტერ იუნაიტედში" ყველა ბედნიერი იქნება.
კლუბს პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ხელშეწყობის დიდი გამოცდილება აქვს. რას ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღევანდელ ფეხბურთში?
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით აქ, "მანჩესტერ იუნაიტედში". კერძოდ, მთავარია გულშემატკივრებისთვის, რომლებსაც პირველ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელების ხილვა სურთ. კარგ გუნდში გამოცდილი ფეხბრუთელები აუცილებლად უნდა იყვნენ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გუნდში აკადემიიდან ახალგაზრდები გადმოვიდნენ.
გულშემატკივრები თქვენს დებიუტს საკმაოდ ემოციურად შეხვდნენ და ბურთის ყოველ შეხებას შეძახილებით აღნიშნავდნენ. მოგეწონათ სტადიონის ატმოსფერო?
რა თქმა უნდა! ჩემთვის ყველაფერი ახალია და ძველებურისგან ძალიან განსხვავდება. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, თუ რამდენად ორგანიზებული იყო ყველაფერი. ატმოსფერო შესანიშნავი იყო. "ბაიერნთან" ერთად ჩინეთში და მთელ აზიაში ვმოგზაურობდი, ეს მათგან ძალიან განსხვავდება, რაც ძალიან მომწონს.