ხუან მატამ Sky Sports-ის რეპორტიორებთან მიცემულ ინტერვიუში მომავალ სეზონში დასახული მიზნების შესახებ ისაუბრა.
"ყველას გვჯერა, რომ წინგადადგმული ნაბიჯის გაკეთება და ტიტულისთვის ბრძოლა შეგვიძლია იმიტომ, რომ ეს კლუბი თასებისთვის ყოველთვის იბრძვის.
კლუბები ზეწოლას ყოველთვის განიცდიან და ჩვენ ვიცით, თუ როგორ ვიბრძოლოთ ტიტულისთვის. გულშემატკივრები ასეთი საოცარი მხარდაჭერისთვის ამას ნამდვილად იმსახურებენ. ჩვენ გვინდა, რომ ეს მათთვის გავაკეთოთ და იმედი მაქვს, ამას შევძლებთ,"
უქმეებზე კლუბს მორგან შნაიდერლინი და ბასტიან შვაინშტაიგერი შეუერთდა. მატას კი ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის არ ეშინია:
"როდესაც ტოპ-კლუბისთვის თამაშობ, შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა აჩვენო. ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად კონკურენცია ძალიან მაღალია, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ.
ისეთ კლუბში თამაშისას, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", შენ კონკურენციისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო,"-განაცხადა ესპანელმა