ფერგიუსონი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შესახებ საუბრობს.
სერ ალექს ფერგიუსონის მტკიცებით იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს იუნაიტედი არ აპირებს რაიმე სერიოზული ტრანსფერის განხორციელებას.
ჟურნალისტები "წითლებს" უამრავ ფეხბურთელს უკავშირებდნენ, თუმცა ფერგიუსონის თქმით ისინი მხოლოდ ახალგაზრდა, პოტენციური ფეხბურთელების დამატებას აპირებენ.
"არ ელოდოთ, რომ შემდეგ კვირას, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, ჩვენ აქტიურად ჩავებმევით მასში"-განაცხადა წითლების ბოსმა
"თუ თქვენ ყველაფერს დაიჯერებდთ,რაც პრესაში იწერება, მაშინ ჩვენ ევროპის საუკეთესო გუნდი უნდა გვყოლოდა, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენ გავკოტრდებოდით"
"მალე სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება და არაა გასაკვირი, რომ ჩვენ რამდენიმე ფეხბურთელს გვიკავშირებენ, მათ შორის არის საკმაოდ კარგებიც, თუმცა ჩვენ არაფერს არ ვაპირებთ"
"ფეხბურთში შენ ვერასდროს იტყვი არასოდეს, რადგან არ იცი როდის, რომელი ფეხბურთელი გახდება შესაძლებელი თუმცა ზოგადად რომ ვთქვა, მე არ ვაპირებ იანვარში რაიმე სერიოზული ტრანსფერის გაკეთებას. მე ვერ ვხედავ რომელიმე ფეხბურთელის დამატების აუცილებლობას, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდით. ისინი ისეთივე ძლიერები არიან, როგორიც ოდესმე მე მყოლია ოლდ ტრაფორდზე. ჩვენ პანიკაში არ ჩავვარდებით, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ რამდენიმე პერსპექტიულ ფეხბურთელს მივადევნებთ თვალს, რომელთაც განვითარება შეუძლიათ".
"ჩვენ ყოველთვის ესე ვიქცევით, ვმუშაობთ მომავალზე და ასევე ვცდილობთ ახლანდელი თამაშებიც მოვიგოთ. ცხადია სერიოზული ტრამვები ჩვენ ხელს გვიშლის გეგმების შესრულებაში და იძულებელი ვარ სხვადასხვა ცვლილებები განვახორციელო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გვაქვს იმის პოტენციალი გავუმკლავდეთ პრობლემას ფეხბურთელის მზად არყოფნის შემთხვევაში."
"საშუალოდ ჩვენი ფეხბურთელების 20 % ტრამვირებულია, 20 ფეხბურთელიდან 2 ყოველთვის ტრამვირევულია"-დაამატა მან
"თუმცა არის შემთხვევები, როცა ჩვენ გაცილებით მეტი ტრამვირებული ფეხბურთელი გვყავს, ეს დიდ პრობლემებს ქმნის. მაგალითად სეზონის დასაწყისში ჩვენ უამრავი ტრამვირებული მცველი გვყავდა, რომელმაც არაერთი პრობლემა შეგვიქმნა".