თბილისი:
მანჩესტერი:
20-07-2015, 16:44
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1730,
კომენტარები: 9
ვან პერსი: "თავის გამოჩენის შანსი არ მომეცა"
ვან პერსიმ წასვლის მიზეზი ახსნა.
ვან პერსი:
აწ "ფენერბაჰჩეს" ფორვარდმა, რობინ ვან პერსიმ განაცხადა, რომ ლუი ვან გაალმა მას თავის წარმოჩენის შანსი არ მისცა და სწორედ ამიტომ, იძულებული გახდა "იუნაიტედი" დაეტოვებინა.

31 წლის ფორვარდის განცხადებით, მან არასასიამოვნო მომენტი "ჩელსის" წინააღმდეგ მატჩის დროს იგრძნო. ჰოლანდიელმა ხსენებული მატჩის 90-ვე წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

"ეს იყო პირველი სიგნალი, როდესაც მივხვდი, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო. სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით, მთხოვეს რეზერვისტთა გუნდში მეთამაშა, მაგრამ შემდეგ კვლავ სკამზე აღმოვჩნდი. ლუისა და ჩემს შორის ურთიერთობა შეიცვალა და ხალხი კი ამას ხედავდა. მე კი საჭირო გადაწყვეტილება მივიღე.

მე არ ვაპირებდი გუნდის დატოვებას. ბუხრა და ბავშვები ბედნიერები იყვნენ. მანჩესტერში ყოფნით მეც კმაყოფილი ვიყავი. ვან გაალზე აზრი შემეცვალა. როცა ის ნაკრების მწვრთნელი იყო, მან მითხრა, რომ მხოლოდ მესამე ფორვარდი ვიქნებოდი, მე კი დავთანხმდი და ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ბრძოლა დავიწყე. შედეგად გავხდი მთავარი შემტევი და ჰოლანდიის ნაკრების კაპიტანი.

მაგრამ როდესაც გუნდში დავბრუნდი, ძირითადში მოსახვედრად სამართლიანი ბრძოლა არ ყოფილა. მე არ მქონდა მოედანზე გამოსვლის შანსი. მან სათადარიგოთა მოედანზე გამიშვა, მაგრამ უკვე ბავშვი აღარ ვარ.

მიუხედავად ამისა, არ ვარ სულელი. მე არ გავბრაზებულვარ და ემოციები არ გამომიხატავს, რადგან ეს ფეხბურთის ნაწილია. ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანმა უნდა ისარგებლოს და ეს "იუნაიტედის" დატოვებით გავაკეთე,"
-განაცხადა რობინმა

წყარო: Manutd.ru
ახალი ამბები, ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: abrama
20 ივლისი 2015 16:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
ეხლა ატრაკებ პერს. ვაღიარებ რომ ძალიან კარგი ფეხბურთელი ხარ მარა შენ არ იყავი 100 შანსოდან მხოლოდ 10 გოლი რომ გაიტანე
0
№2
ავტორი: Count Alucard
20 ივლისი 2015 18:04
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ალბათ საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო, ახალგაზრდა ვეღარ გახდება და თუ წელს არ იყო ძირითადი ფორვარდო მომავალ სეზონში მით უმეტეს არ დააყენებდა ლუი და ამიტომ წასვლა ამჯობინა.
0
№3
ავტორი: Malboro463
20 ივლისი 2015 18:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ადრე იყო ამის გაშვება ეგრე რო მივყვეთ ბახევარზე მეტი გასაშვდბი ყოფილა.
0
№4
ავტორი: GameGambit
20 ივლისი 2015 18:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
რა თავის გამოჩენის შანსზე ლაპარაკობ თითქმის ყველა თამაში გათამაშა და რა შანსებს ვერ იყენებდი, სისულელეს ამბობ ეხა , კაი ქენი რო წახვედი
0
№5
ავტორი: GeorgeBest
20 ივლისი 2015 19:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამაზე მეტი შანსი ვის მიეცა? areyoukiddingme
0
№6
ავტორი: Rosso Diavolo
20 ივლისი 2015 19:32
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ამის წასვლის დრო იყო. მართალია ძალიან კლასნია და მაგრად მევასება, თუმცა უნდა დაეტოვებინა იუნაიტედი. მადლობას ვუხდი 20-ე ტიტულისთვის <3
0
№7
ავტორი: Mufc7
20 ივლისი 2015 20:15
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რანაირად ლაპარაკობს what
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: Best 7
21 ივლისი 2015 10:25
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Wadi raa persii shen ro gamaze imdeni falkaos ar gaymazia
0
№9
ავტორი: AkkRed
21 ივლისი 2015 11:32
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ყოველთვის ვამბობდი რომ ქათამი იყო და ქათამადაც დარჩა რა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top